დონორი ორგანიზაციების შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოს რეგიონებში

5-7  ივლისს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით გაიმართება საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხევდერა რეგიონებში მოქმმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

შეხვედრებზე დონორი ორგანიზაციები მიმოიხილავენ საკუთარ საგრანტო კონკურსებს, მათ პრიორიტეტებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს და დეტალურად ისაუბრებენ იმ ძირითად პრობლემებსა და ნაკლოვანებებზე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საპროექტო განაცხადებში აწყდებიან (მაგ: შერჩეული საკითხის/პრობლემის აქტუალობის არასათანადო დასაბუთება, პრობლემის გადაჭრის არაეფექტიანი გზების შეთავაზება, მოქალაქეთა ჩართულობის უკვე ნაცადი და ნაკლებად წარმატებული ხერხების კვლავ გამეორება, ინოვაციური მიდგომების ნაკლებობა და ა.შ.).

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები, გამოხატონ მოსაზრებები დონორების საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით და იმსჯელონ გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე.

შეხვედრების მიზანია, რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზიაციებს საჭირო დაფინანსების წარმატებით მოძიებაში და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე უფრო ეფექტიანად მუშაობაში დაეხმაროს.

შეხვედრების განრიგი:

• 5 ივლისი, 12:30 – თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
•  6 ივლისი, 11:00 – რუსთავის დემორკატიული ჩართულობის ცენტრი
•  6 ივლისი, 15:00 – მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
•  7 ივლისი, 11:00 – გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<