მარტი, 2016
ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და კანადა) 1987 წლიდან აღინიშნება. ქალთა ისტორიის თვის მიზანია წარმოაჩინოს ქალების მიღწევები და წვლილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში, ასევე, წასახალისოს ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო აქტიურობა და ჩართულობა.
ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, EWMI ACCESS-ი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს რეგიონებში 30-მდე ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებების მიზანია საქართველოში წარსულში გამოჩენილი ქალი საზოგადო მოღვაწეების გახსენება და საზოგადოებრივ- პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მათი წვლილის შესახებ საუბარი. დისკუსიები ასევე დაეთმობა საქართველოში ქალების წინაშე მდგარ პრობლემებს და ქალთა გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ინიციატივას.
ამ მიზნით, საქართველოს 10-ვე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო ლექციები, ქალების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებები და შემგომი დებატები. ღონისძიებების კალენდარი იხილეთ აქ: ქალთა ისტორიის თვე – ღონისძიებათა კალენდარი, მარტი 2016
Leave a Reply