სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის – რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე

რა მოხდა 2015 წლის 13-14 ივნისს და რამდენად შესაძლებელი იყო მიღებული ზარალის შემცირება; რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კრიზისების მართვის ერთიანი სისტემის განვითარების მიზნით 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ; რამდენად სრულყოფილად მოიცავს დღეს არსებული კანონმდებლობა და სახელმწიფო სისტემები ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის ყველა ფაზას (პრევენცია, მზადყოფნა, რეაგირება და აღდგენა); რამდენად მუშაობს საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემა; რა კეთდება ბუნებრივი კატასტროფების რისკების და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კუთხით.

315 ივნისს EWMI ACCESS-ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: “სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის- რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე”, რომელიც ზემოთ აღნიშნული საკითხების განხილვას დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საჯარო უწყებების (საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი), საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული 13-14 ივნისის სტიქია და მასზე რეაგირების პროცესი. როგორც საჯარო უწყებების წამომადგენლებმა აღნიშნეს, იმ დროს არსებული მწირი რესურსის და სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით სახელმწიფომ შედეგების სალიკვიდაციოდ მაქსიმალური გააკეთა, თუმცა ამ პერიოდში სრული დატვირთვით არ მუშაობდა სწრაფი რეაგირებისა და პასუხისმგებელი უწყებების კოორდინაციის ეფექტიანი სისტემა.

2016 წლის თებერვალში დაარსდა კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელიც დღეს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს აერთიანებს. მას გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც (შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი სიტუაციური ოთახი, მობილური ცენტრი და სხვ.), რაც კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი კოორდინაციის შესაძლებლოებას ზრდის. ასევე, მიმდინარეობს წარსულში მომხდარი კატასტროფების მონაცემთა ბაზის შედგენა, რაც აქამდე არ არსებობდა. მონაცემთა ბაზა დაეხმარება სახელმწიფოს უკეთესად გააანალიზოს წარსულის გამოცდილება და გაატაროს პრევენციული ზომები მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

6გასული წლის 13 ივნისის შემდეგ გაუმჯობესდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც. სააგენტომ შეიძინა დელტას რადარის გამოყენების ლიცენზია და მეტეოროლოგიური პროგნოზირების დანადგარები, რომლებიც თბილისში დამონტაჟდა (ზოგიერთი – მდინარე ვერეს კალაპოტში) და რომლებც საშუალებას იძლევა რამდენიმე საათით ადრე მივიღოთ ზუსტი პროგნოზი სტიქიის განვითარების შესახებ.

მუშაობა გააქტიურდა საკანონმდებლო დონეზეც. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. სტრატეგიის მიზანია მსგავსი კატასტროფების თავიდან აცილება, უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა და მიყენებული ზარალის შემცირება. მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ის, რომ განახლდა საფრთხეების ანალიზის დოკუმენტი; დამტკიცდა სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა.

დისკუსიის ყველა მონაწილე ხაზს უსვამდა რისკების შეფასებისა და ადრეული რეაგირების სისტემის განვითარების მნიშვნელობას. მათი თქმით, უკვე დამდგარ შედეგზე ეფექტიან რეაგირებაზე მნიშვნელოვანი მოსალოდნელი საფრთხეების დროული შეფასება და შესაბამისი საპრევენციო სამუშაოებია. ასევე, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ბუნებრივი კატასტროფების რისკებზე და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. ამ მიზნით განათლების სამინისტროში უკვე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში სამოქალაქო განათლების სასწავლო კურიკულუმში ჩაიდება მასალა ბუნებრივი კატარსტროფებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო 2015 წელს გაეროს მეთოდოლოგიით ჩატარებული საფრთხეებზე რეაგირების საჭიროებების შეფასების შედეგები, სადაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განსაკუთხებული ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, როგორიცაა:
• მრავალრისკიანი საფრთხის შეფასების სისტემის არარსებობა.9
• ადრეული გაფრთხილების სისტემის სისუსტე – მონაცემებისა და შესაბამისი აღჭურვილობის სიმწირე, ასევე მოსახლეობის მზაობის დაბალი დონე. ამჟამად ამ კომპლექსური სისტემის მხოლოდ გარკვეული ელემენტები მუშაობს.
• მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა – საზოგადოებამ არ იცის რას ნიშნავს საფრთხე და როგორ უნდა მოიქცეს საგანგებო ვითარებებში.
• იმდროინდელი ქალაქის გენერალური გეგმა არ ითვალისწინებდა ბუნებრივი კატასტროფის რისკებს. თუმცა წელს უკვე შევიდა ცვლილეები სამშენელო კოდექსში და ახალი მშენებლობების ნებართვების გაცემისას გათვალისწინებული იქნება ბუნებრივი საფრთხეების რისკები.
• წარსულში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების მონაცემთა ბაზის არარსებობა, რაც ძალიან მნშვნელოვანია სიტუაციის ანალიზისათვის და მომავალი საფრთხეების პრევენციისათვის. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ მიმართულებით უკვე დაიწო სახელმწიფომ მუშაობა.

11 10 8 7 5 2 1

Write a Comment

<