განახლებული ვებგვერდი www.mythdetector.ge

განახლებული ვებგვერდი www.mythdetector.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია – „მედიის განვითრების ფონდი“ ACCESS-ის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს ანტიდასავლური მითების გასაქარწყლებლად და საზოგადოების მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად.
ამ მიზნით, ივნისიდან ჩაეშვა განახლებული ვებგვერდი www.mythdetector.ge, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მითების შესახებ, ამ ინფორმაციის წყაროების შესახებ, მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხების შესახებ და სხვ. კერძოდ, ვებგვერდზე www.mythdetector.ge -ზე შეგიძლიათ ნახოთ: კვლევაზე დაფუძნებული საინფორმაციო სტატიები ანტიდასავლური მითების გასაბათილებლად („მითების დეტექტორის“ სტატიების სერია), ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომანიპულაციების მაგალითები და მათი ამოცნობის ხერხები, კარიკატურები და ინფოგრაფიკები, ტელესიუჟეტები, სოციალური კლიპები, საგანმანათლებლო რესურსები (მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, ქვიზები) და ა.შ. „გამოაგზავნე fake-ი“ ღილაკის მეშვეობით მომხმარებლებს შეულიათ შეატყობინონ ვებგვერდის ადმინისტრატორებს დეზინფორმაციის შესახებ.

www.mythdetector.ge პირველი ქართული ვებგვერდია, რომელიც სრულად ეთმობა  ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავებას და ანტიდასავლური მითების გაბათილებას. არსებობს ამავე დასახელების FB გვერდი. „მითების დეტექტორის“ სტატიების შედეგად რამდენიმე ქართულმა ონლაინ მედიასაშუალებამ  საჯაროდ მოიხადა ბოდიში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ამავე პროექტის ფარგლებში „მედიის განვითარების ფონდი“ ტელეკომპანია პირველთან ერთად ანტიდასავლურ მითებზე ტელესიუჟეტებს და ტელეინტერვიუებს ამზადებს, რომელიც ყოველკვირეულად ტელეკომპანია პირველის დილის ეთერში გადაიცემა.

Write a Comment

<