მოხალისე მეხანძრეებმა ტყის ხანძრების შესახებ საინფორმაციო კვირეული გამართეს

მოხალისე მეხანძრეებმა ტყის ხანძრების შესახებ საინფორმაციო კვირეული გამართეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ტყის ხანძრების თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ზონაა. ექსპერტების თქმით, ტყის ხანძრების უმეტესობა (დაახლ. 90%) ადამიანის დაუდევრობის გამო ჩნდება. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია ტყის ხანძრების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება, ასევე მოსახლეობის ჩართულობა ხანძრის საპრევენციო და სალიკვიდაციო სამუშაოებში.

სწორედ ამ პრობლემებზე საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ სამცხე-ჯავახეთის ოფისმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2018 წელს მოხალისე მეხანძრეების ჯგუფი დააარსა და მათ შესაბამისი გადამზადება ჩაუტარა. ჯგუფის წევრები უკვე ორი წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში და სკოლებში საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოებს ატარებენ, ასევე მონაწილეობენ ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში.

წელს მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას EWMI ACCESS-ი უჭერს მხარს. აგვისტოში მათ ბორჯომში ტყის ხანძრების შესახებ საინფორმაციო კვირეული გამართეს: ბორჯომის პარკის ვიზიტორებს საინფორმაციო მასალები დაურიგეს, ბორჯომის პლატოს ტყეში ხანძრის შესასხებ საინფორმაციო ბანერები განათავსეს, ასევე გავიდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტულ ადგილებში და მოპიკნიკეებს ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მეტი ინფრომაცია იხილეთ აქ.

Related Articles

Write a Comment

<