სამედიცინო მომსახურების მოდელი აუტიზმის მქონე პირებისათვის

სამედიცინო მომსახურების მოდელი აუტიზმის მქონე პირებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია  განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიამ,  EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, აუტიზმის კვლევის და ხელშეწყობის ფონდთან, საქართველოს აუტიზმის ასოციაციასთან და კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემასთან“ თანამშრომლობით აუტიზმის მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ინკლუზიური მოდელი შექმნა.

აუტიზმის მქონე პირებისთვის დამახასიათებელი კომუნიკაციის სირთულეები, გაზრდილი სენსორული მგრძნობელობა და უცნობი გარემოს მიუღებლობა COVID-19-ზე მათ ტესტირებას, მკურნალობას, კარანტინში მოთავსებას და ჰოსპიტალიზაციას განსაკუთრებულ გამოწვევად აქცევს. ეს სამედიცინო მოდელი სწორედ პანდემიის პირობებში შექმნილ დამატებით გამოწვევებს პასუხობს, თუმცა, ზოგადად აუმჯობესებს აუტიზმის მქონე პირების სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

მოდელის შემუშავებამდე „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიამ“ 2021 წლის გაზაფხულზე თბილისში, აჭარაში, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში აუტიზმის მქონე პირების ოჯახის წევრები, ფსიქოლოგები და მედპერსონალი გამოკითხა, რათა გამოევლინა ის სირთულეები, რასაც აუტიზმის  მქონე პირები და სამედიცონო პერსონალი პანდემიის დროს სამედიცინო მომსახურების მიღება–გაწევისას აწყდებიან. წერილობითი გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების საშუალებით სულ 33 მშობელი, 18 ექიმი და 21 ფსიქოლოგი გამოიკითხა.

სამედიცინო მომსახურების მოდელი დეტალურად მიმოიხილავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მკურნალობის დონეებებზე ჩართული მედპერსონალის ფუნქციებს და სერვისის მიწოდების მეთოდებს. კერძოდ: პაციენტებთან ინდივიდუალური და მულტიდისციპლინური მიდგომა შესაბამისი სპეციალიტების ჩართვით; აუტიზმის მქონე პირის მკურნალობასთან დაკავშირებული სპეციფიკური  ინფორმაციის თანმიმდევრული და დროული გაზიარება შესაბამის სპეციალისტებს და უწყებებს შორის; სამედიცინო მოსმახურების გარემოს ადაპტაცია; ხარიხსიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა კონფიდენციალურობისა და ეთიკის დაცვით; და ბოლოს, სამედიცინო მომსახურების დროის ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს მომსახურების ლოდინისა და ხანგრძლივობის მაქსიმალურად შემცირებას.

მოდელი შესაბამისობაშია აუტიზმის დიაგნოსტიკისა და მართვის ეროვნულ პროტოკოლთან და მისი გამოყენება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია.

სრული დოკუმენტი იხილეთ აქ – სამედიცინო მომსახურების მოდელი აუტიზმის მქონე პირებისათვის.

Related Articles

Write a Comment

<