მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის (COG) გამარჯვებულები

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის (COG) გამარჯვებულები

2015 წლის 26 ნოემბერს ACCESS-ის პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი (COG) გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სულ 43 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. გრანტების კომისიამ ოთხი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

ACCESS-ის პროექტი ულოცავს გამარჯვებულ ორგანიზაციებს და უსურვებს წარმატებებს.

 

გამარჯვებული პროექტები: 

  • სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (გურჯაანი), პროექტი „ახმეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში (მაღალმთიან დასახლებებში) თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა“.

პროექტის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში (თუშეთის, პანკისის ხეობის, უკანა ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყარის სოფლებში) მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა; ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბების და გაძლიერების მხარდაჭერა.

  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (ბათუმის ფილიალი), პროექტი „მართე შენი ქალაქი“.

პროექტის მიზანია ქ. ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური მოდელის დანერგვა (სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოების ჩართულობის სხვა მექანიზმების დანერგვა); ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

  • ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (ქუთაისი), პროექტი „მიიღე მონაწილეობა მართვაში“.

პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში  მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა: მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებისა და მექანიზმების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების თანამშრომლობა, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით ადგილობრივი პრობლემების ადვოკატირება.

  • ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი), პროექტი „ინფორმირების სისტემის ამოქმედება თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად“.

პროექტის მიზანია თვითმმრთველობის განხორციელებაში მოქალქეთა ჩართულობის გაზრდა ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით (დაინტერესებული მოსახლეობისთვის საკრებულოს საქმიანობების შესახებ შეტყობინებების (მესიჯების) დაგზავნა), საკრებულოში მოსახლეობის ინფორმირების წესის ცვლილების ლობირებით.

 

 

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<