ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო (ICG) პროგრამა

ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო (ICG) პროგრამა

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“ (ICG). კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ექვსი გრანტი. თითოეულის ბიუჯეტი $10,000-დან 25,000-მდე იქნება, ხოლო ხანგრძლივობა – 12 თვემდე.

საგრანტო განაცხადები მიიღება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. განაცხადების მიღება შეიძლება როგორც წერილობით, ისე ვიდეო ფორმატში.

საგრანტო კონკურსთნ დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 10 ოქტომბერს, EWMI-ს ოფისში და დისტანციურად.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2022 წლის 31 ოქტომბერი. 

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე, სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილებში (ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერაიჯანულ ენებზე).

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი GEO

Innovation and Challenge Grants RfA – English ENG

Innovation and Challenge Grants RfA – Armenian ARM

Innovation and Challenge Grants RfA – Azerbaijani AZE

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<