მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა

Back to homepage

ACCESS-ის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოქალაქეების აქტიური ჩართვა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში. მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება არასამთვრობო ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ადგილობრივ მოქალაქეებს სხვადასხვა ადგილობრივ ინიციატივაში რთავენ. პროექტები აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს რეგიონებში და მიმართული უნდა იყოს რეგიონისთვის მწვავე და აქტუალურ  საკითხებზე. პროექტის აქტივობები შეიძლება იყოს: საინფორმაციო კამპანია, ადვოკატირების კამპანია, ადგილობრივი მოსახლეობის უნარების გაძლიერება საკუთარი უფლებების დაცვის და ადგილობრივი პრორბლემების გადაჭრის საკითხებში, ადგილობრივი პრობლემის გადასაჭრელად მოქალაქეთა მობილიზება და ა.შ. მაქსიმალურად მეტი მოქალაქის მობილიზებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი მეთოდები: პეტიციები, საჯარო შეხვედრები, ქუჩის აქციები, მოხალისეების მოზიდვა, შეხვედრები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მედია ღონისძიებები და სხვ.

ყოველწლიურად მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში 10-12 პროექტი დაფინანსდება. აქედან მინიმუმ 8 პროექტი ღია კონკურსის შედეგად შეირჩევა, ხოლო 3-4 პროექტი დახურული კონკურსის შედეგად. თოთოეული პროექტის მაქსიმალური ღირებულებაა $ 15,000.

2015 წელს ACCESS-ის ფარგლებში დაფინანსდა 8 ასეთი პროექტი. დეტალური ჩამონათვალი პროექტების შესახებ იხილეთ http://ewmi-activism.org/ka/ongoing-grants/

 

Write a Comment

<