მიმდინარე გრანტები

Back to homepage

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

  1. საინიციატივო ჯგუფი „ხულო და მისი პერსპექტივები” – ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმის და მასში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის –  კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნის და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმის შედგენის პროცესში. პროექტის ხანგრძლივობა: 24 ივლისი, 2024 – 24 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 9,990 $.
  2. დემოკრატიული ინსტიტუციების კვლევის ცენტრი („პლატფორმა კომენტარი“) – საქართველოში ჭარბვალიანობის და საცხოვრისიდან გამოსახლების მასშტაბების და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა; კვლევაზე დაფუძნებით  გამოსავლების შესახებ სისტემური ხედვის ჩამოყალიბება. პროექტის ხანგრძლივობა: 8 აგვისტო, 2024 – 31 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,920 $.
  3. მარჯვე რვაფეხას სახელოსნო – საზოგადოების ინფორმირება და ჩართვა სკოლამდელ დაწესებულებებში საბავშვო წიგნების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, განსაკურებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 აპრილი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 18,740 $.
  4. საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები სუფთა წყლის ხელმისაწვდომობისთვის“ – გორის მუნიციპალიტეტში ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სუფთა სასმელ წყალზე წვდომის ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობისა და ადვოკატირების გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 10,755 $.
  5. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია – შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვის და განხორციელების ადვოკატირება. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აგვისტო, 2024 – 15 აპრილი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 30,000 $.
  6. მომავლის აკადემია – ახალგაზრდული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ცვლილებები დაიწყონ საკუთარი ქალაქიდან, უნივერსიტეტიდან ან თემიდან. საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება კრეატიული  მეთოდებით. პროექტის ხანგრძლივობა: 12 აგვისტო, 2024 – 12 აპრილი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,905.80 $.
  7. მწვანე განვითარების ჯგუფი „კერა“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეთა ჩართულობის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 მარტი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 9,997 $.
  8.  საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება – მასწავლებლების მხარდაჭერა და გაძლიერება, რომლებიც ჩაერთვებიან განათლების სფეროში სახელფასო პოლიტიკის, ღირსეული პენსიის, ჯანდაცვის სისტემის და სხვა მნიშვნელოვან  საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესებში. პროექტის ხანგრძლივობა: 30 აგვისტო, 2024 – 30 ივნისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 17,550 $.
  9. შშმ პირთა მხარდამჭერი ქალთა ორგანიზაცია – წალკაში მცხოვრები შშმ პირებისთვის, განსაკუთრებით შშმ ბავშვებისთვის მხარდაჭერის მექანიზმის შექმნა. შშმ პირებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზება, მოქალაქეების ინფორმირება და  ადვოკატირება ასეთი სერვისების უზრუნველყოფის მოთხოვნით. პროექტის ხანგრძლივობა: 25 აგვისტო, 2024 – 25 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 19,335 $.
  10. საინიციატივო ჯგუფი „პენ საქართველო” – საბჭოთა წარსულის გადააზრების ხელშეწყობა ისტორიული ნარატივების და თანამედროვე დეზინფორმაციული პროპაგანდის შესახებ კრიტიკული მსჯელობის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 ივნისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,420 $.
  11. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – მესტიის მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 სექტემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 26,690 $.
  12. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – აუტიზმის მქონე ზრდასრული პირების საბაზისო უფლებების დაცვა მშობელთა ქსელის გაძლიერებითა და ადვოკატირებით, რათა აუტიზმის მქონე ზრდასრულმა პირებმა ისარგებლონ პროფესიული რე/აბილიტაციის სერვისებით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 ივნისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 30,000 $.
  13. მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი – სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგი. პროექტი ფოკუსირდება რუსთავის, გორის, ხარაგაულის, ოზურგეთისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 მაისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,980 $.
  14. GirlzWave – მრავალფეროვანი კამპანია ქალებისა და ახალგაზრდების ჩასართავად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროექტის ხანგრძლივობა: 3 სექტემბერი, 2024 – 3 სექტემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 26,070 $.
  15. დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) – დოკუმენტური კინოს საშუალებით მოქალაქეების ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,797. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2024 – 28 თებერვალი, 2025.
  16. პროექტი ცხოველებისთვის – მიუსაფარი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემცირება დაინტერესებული მოქალაქეებისა და აქტივისტების ინფორმირებითა და გაძლიერებით. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,548. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი – 15 სექტემბერი, 2024.
  17. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი– მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,873. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 31 აგვისტო, 2024.
  18. ურბანული დიზაინის და მემკვიდრეობის ლაბორატორია– თბილისში მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,254. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 31 დეკემბერი, 2024.
  19. კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (საქართველოს მეცნიერების, განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი) – სამეცნიერო და სამუზეუმო ინსტიტუციების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხედვის ჩამოყალიბება. პროექტის ბიუჯეტი – $ 30,000. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი – 30 სექტემბერი, 2024.

 

სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

  1. გილდია – დასაქმებულთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვა, განსაკუთრებული ფოკუსით კულტურისა და ხელოვნების სფეროებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მაისი, 2024 – 15 ნოემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: $ 76,124
  2. მშობლები განათლებისთვის – სკოლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდა და ამით სკოლების მმართველობის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. 1 ივნისი, 2024 – 30 ნოემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: $ 75,099
  3. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი – ე.წ. „ახალი სკოლის მოდელის“ შესწავლა. პარალელურად წარიმართება საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია „ახალი სკოლის მოდელში“ არსებული გამოწვევებისა და მიღწევების თაობაზე. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 31 დეკემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,000.

 

სტრატეგიული კომუნიკაციების გრანტები

  1. საფარი: საინფორმაციო კამპანია ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის და მოქალაქეებისთვის მოტანილი სარგებლის შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 16 სექტემბერი – 16 დეკემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 70,922.
  2. საფარი: საინფორმაციო კამპანია საპარლამენტო არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის წასახალისებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 13 სექტემბერი – 13 დეკემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 86,096.
  3. მშრომელთა კავშირი: საინფორმაციო კამპანია საქართველოში არსებულ სოციალურ გამოწვევებზე და ევროკავშირის ქვეყნებში ამ პრობლემების მოგვარების გამოცდილებაზე. პროექტის ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი – 20 დეკემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 19,755.20.
  4. ორბელიანის ფონდი: საინფორმაციო კამპანია აქტიური მოქალაქეობის, არჩევნებში მონაწილეობის და ევროინტეგრაციის მნიშვენლობის შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 23 სექტემბერი – 23 ნოემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $69,550.54.
  5. განათლების პოლიტიკის ცენტრი – პროექტის მიზანია მასწავლებლების, მოსწავლეების, განათლების ექსპერტების და ფართო საზოგადოების ჩართულობით წინ წამოწიოს განათლების სისტემაში  არსებული პრობლემები, ასევე  აჩვენოს კავშირი ევროინტეგრაციასა და განათლების სისტემის განვითარებას შორის. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აგვისტო – 15 დეკემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 79,125.