თებერვალში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“ მეოთხე რაუნდის გამარჯვებულები გამოვლინდა. შერჩეული პროექტების მიზანი სამოქალაქო ჩართულობის გზით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაა.
გამარჯვებული პროექტებია:
• დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) – დოკუმენტური კინოს საშუალებით მოქალაქეების ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში.
• პროექტი ცხოველებისთვის – მიუსაფარი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემცირება დაინტერესებული მოქალაქეებისა და აქტივისტების ინფორმირებითა და გაძლიერებით.
• 27+1 – ახალგაზრდებში ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინა პლანზე წამოწევა.
• სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
• საქართველოს მეცნიერების, განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი – სამეცნიერო და სამუზეუმო ინსტიტუციების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხედვის ჩამოყალიბება.
• ურბანული დიზაინის და მემკვიდრეობის ლაბორატორია – თბილისში მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა.
პროექტების განხორიცელება 2023 წლის მარტში და აპრილში იწყება.
Leave a Reply