პროექტი „ახალი ნაბიჯები ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის”

პროექტი „ახალი ნაბიჯები ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის”

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები მნიშვნელოვან გარემოსდაცვით, სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის. ადგილობრივი მოსახლეობის გასაძლიერებლად და მათი ინტერესების დასაცავად, საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობდა მანგანუმის მოპოვებით დაზარალებული სოფლების მოსახლეობასთან –  აწვდიდა მათ ინფორმაციას გარემოსდაცვითი, შრომითი, საკუთრების და  სხვა  უფლებების შესახებ და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობდა.  ორგანიზაციამ შეიმუშავა ხუთპუნქტიანი გარემოსდაცვითი გეგმა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააცნო.

პროექტში ჩართული იყო ჭიათურის ეკოკლუბი, რომელსაც ახალი წევრები შეუერთდნენ. მათ მრავალ საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის დასაწყისში „ჯორჯიან მანგანეზში” სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა მანგანუმის ყველა მაღაროში მუშაობა თავდაპირველად სამი თვით, ხოლო შემდეგ დამატებით ერთი თვით გააჩერა (ღია კარიერული წესით მოპოვებაზე გადავიდა) და მაღაროელებს ამ პერიოდში ხელფასის 60% შეუნარჩუნა, „მომავლის ჭიათურა“, სხვა არასამთვრობო ორგანიზაციების იურისტებთან ერთად, დაზარალებულ მაღაროელებს კონსულტაციებს უწევდა მათი შრომითი უფლებების შესახებ. შრომითი უფლებების დარღვევის გარდა, შეხვედრებზე განიხილავდნენ მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანს და მისი აღმოფხვრის გზებს. ამ პრობლემებს არაერთი ტელესიუჟეტი და პოდკასტი დაეთმო.

„მომავლის ჭიათურა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“,  „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და ონლაინგამოცემა “მთის ამბები” ჭიათურის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და მოსახლეობის უფლებების დაცვას განაგრძობენ.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<