პიტერ პომერანცევის წიგნის “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ თარგმანის საჯარო განხილვები

პიტერ პომერანცევის წიგნის “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ თარგმანის საჯარო განხილვები

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ იწყებს პიტერ პომერანცევის წიგნის არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში მე-18 თარგმანის საჯარო განხილვებს საქართველოს 20 ქალაქში.

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი რომელიც 2014 წელს გამოიცა.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. იგი 1977 წელს კიევში დაიბადა; მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პიტერი 2001 წელს რუსეთში გაემგზავრა და ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომენრაცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და პლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times,NewYorker.com, Wall Street Journal, Foreign Policy, Daily Beast, Newsweek, Atlanic Monthly. პომერანცევი თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და გამოცდილი მიმომხილველია.

„რადარამის“ ინიციატივით 2016 წელს წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა, რომლის პრეზენტაცია  თბილისში უკვე გაიმართა. 2017 წლის აპრილიდან კი წიგნის პრეზენტაციები და განხილვები უკვე საქართველოს რეგიონებში იწყება.

აპრილში წიგნის პრეზენტაცია 5 ქალაქში გაიმართება:

ოზურგეთი – 10 აპრილი, 13:00. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

ბათუმი – 10 აპრილი, 18:00 სთ. მაღაზია „წიგნები ბათუმში“

ფოთი – 11 აპრილი, 12:30 სთ. ტურიზმის ცენტრი

ზუგდიდი – 11 აპრილი, 16:30 სთ. ზუგდიდის ბიბლიოთეკა

ქუთაისი – 12 აპრილი, 16:00 სთ. პედაგოგთა კავშირი

სტუმრებს წიგნები გადაეცემათ საჩქურად.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება საინფრომაციო და ვიზუალური მასალები წიგნში ნახსენები დეზინფორმაციის გავრცელების ძირითადი ხერხების და მეთოდების შესახებ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტევიუ პიტერ პომერანცევთან იხილეთ აქ https://www.youtube.com/watch?v=T8B29BNiu2Q&t=4s

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<