მემორანდუმის ხელმოწერა EWMI ACCESS-სა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის

მემორანდუმის ხელმოწერა EWMI ACCESS-სა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის

20 იანვარს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტს” (ACCESS) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის მიზანია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა; მოსახლეობის ინფორმირება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სარგებელზე; ასევე ფართოდ გავრცელებული ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლება და სხვ.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, სემინარები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები და სხვ.

Related Articles

Write a Comment

<