მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრა/ COG Open Door
ორშაბათს, 27 ივნისს, EWMI ACCESS-ი გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
საგრანტო კონკურსი 20 ივნისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ.
27 ივნისს, 11:00 სთ-ზე გაიმართება კონსულტაცია Skype-ით.
27 ივნისს 16:00 სთ-ზე გაიმართება პირისპირ შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან EWMI ACCESS-ის ოფისში (თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული, ოთახი 315).