მედიის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის საკითხებზე კვლევის შედეგების პრეზენტაცია
სამშაბათს, 14 ივნისს, 11:00 საათზე
სასტუმროში “თბილისი მარიოტი” გაიმართება კონფერენცია საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის საკითხებზე.
EWMI ACCESS-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები – “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “მედიის განვითარების ფონდი” საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის საკითხებზე ჩატარებული კვლევების ანგარიშებს წარადგენენ.
ორგანიზაციების წარმომადგენლები შეაფასებენ სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარებას, ისაუბრებენ სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე და წარმოადგენენ მონაცემებს რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკაზე . პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
კვლევები ცატარდა EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიება დასრულდება 15:00ზე.
დასწრება თავისუფალია