კამპანია “უფლება გაქვს, იცოდე”
2–5 დეკემბერის პერიოდში რუსთავის, მარნეულის, თელავის, გორის, ახალციხის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართება საჯარო შეხვედრები, სადაც აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს 5–წლიანი მუშაობის შედეგებს გააცნობენ და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ. შეხვედრებზე ასევე დეტალურად განიხილავენ ACCESS-ის საგრანტო კონკურსის მოთხოვნებს, რომელიც რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება.
შეხვედრების განრიგი
2 დეკემბერი მარნეული 12:00 – 14:00 სთ გიორგაძის ქ. 1
2 დეკემბერი ქუთაისი 13:00 – 15:00 სთ წერეთლის ქ. 69
2 დეკემბერი რუსთავი 15:00 – 17:00 სთ რუსთაველის ქ. 30ა
3 დეკემბერი ზუგდიდი 13:00 – 15:00 სთ რუსთაველის ქ. 52
3 დეკემბერი გორი 13:00 – 14:00 სთ იერუშალაიმის ქ. 18
4 დეკემბერი ოზურგეთი 14:00 – 16:00 სთ ჭავჭავაძის ქ. 14
4 დეკემბერი ახალციხე 13:00 – 15:00 სთ მანველიშვილის ქ. 19
5 დეკემბერი ბათუმი 11:00 – 13:00 სთ 26 მაისის ქ. 31
5 დეკემბერი თელავი 13:00 – 15:00 სთ ვაჟა-ფშაველას ქ. 3