COVID-19-თან გამკლავების მთავარი იარაღი თვითიზოლაცია და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაა. ეს ახალი რეალობა ძალზედ უჩვეულო და ხშირად გაუგებარია ბავშვებისთვის. ისინი ვერ ხვდებიან, თუ რატომ აღარ დადიან ბაღში/სკოლაში, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ხელების დაბანა და ა.შ.
ვირუსის შესახებ ბავშვების მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირებისთვის სტუდია „ველოსიპედი“ პოპულარული საბავშვო ანიმაციური ფილმის – „ჟირაფი ჟოზეს“ – სპეციალურ სერიებსა და პოსტერებს ამზადებს. ანიმაციური სერიები და პოსტერები გავრცელდება სოციალური ქსელით, საბავშვო ტელეარხებით და საბავშვო ბაღების აღმზრდელების დახმარებით.
პროექტს აფინანსებს EWMI ACCESS-ი სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
იხილეთ პირველი სერია.
Leave a Reply