მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი (COG)
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) ფარგლებში, იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონულ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო პროგრამის მიზანია მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითების მოგვარების მიზნით. შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში მოქალაქეების აქტიურ და ეფექტიან ჩართულობას.
დაინტერესებულ ორგანიზაციებს კითხვებით შეუძლიათ მიმართონ ეკა იმერლიშვილს ელ. ფოსტის მისამართზე – eimerlishvili@ewmi.org. კითხვების დასმა ასევე შესაძლებელია ACCESS–ის პროგრამის ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/EWMI.ACCESS. კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდება ყოველ პარასკევს, 26 ნოემბერიდან 18 დეკემბერის ჩათვლით.
საგრანტო პროგრამის ვადები
კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება | 26 ნოემბერი, 2015 |
ღია კარის დღე/ონლაინ კუნსულტაცია | 4 დეკემბერი, 2015 |
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების წარდგენის ბოლო ვადა | 14 დეკემბერი, 2015 |
ACCESS-ის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა | 18 დეკემბერი, 2015 |
საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა | 24 დეკემბერი, 2015 16:30 სთ |
საგრანტო განაცხადების შეფასება | 18 იანვარი, 2016 |
გამარჯვებული საგრანტო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება | 25 იანვარი, 2016 |
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ: COG – GEO
Leave a Reply