აქტიური მოქალაქეობის აკადემია

აქტიური მოქალაქეობის აკადემია

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, სტუდენტური საინიციატივო ჯგუფი „აქტიური მოქალაქეობის აკადემია“ ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა და გააქტიურება საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროექტის დასაწყისში კონკურსის საფუძველზე დაკომპლექტდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველი, მეორე და მესამეკურსელების ჯგუფი, რომელიც სამი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად ესწრებოდა საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების, სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და ინსტრუმენტების და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. უფრო კონკრეტულად, სესიები დაეთმო სტუდენტებისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა  სტუდენტური პროექტის წერა და უნივერსიტეტში პროექტის შეტანის სპეციფიკა, უნივერსიტეტს გარეთ არსებულ გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტის მართვის პროცესში სტუდენტების ჩართულობა, სტუდენტური ინიციატივების მნიშვნელობა, სამოქალაქო აქტივიზმი და სხვა.

ტრენინგებსა და შეხვედრებს მართავდნენ სამოქალაქო აქტივისტები, თსუ-ს კურსდამთავრებულები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<