სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში SMS-ების მეშვეობით

სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში SMS-ების  მეშვეობით

სამოქალაქო აქტივიზმისა და საზოგადოების ძალისხმევის შედეგად, თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა  საქართველოში  პრიორიტეტული გახდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის რეფორმის შედეგად გაჩნდა მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმები, როგორიცაა დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, პეტიციები  და ა.შ.  მიუხედავად ამისა, მოსახლეობასა და მთავრობას  შორის პირდაპირი კომუნიკაცია კვლავ გამოწვევად რჩება. რეგიონების მოსახლეობა პოლიტიკური სისტემის მიმართ უკიდურეს იმედგაცრუებას და  აპათიას განიცდის,  რაც გამოწვეულია წლების განმავლობაში არაეფქტური მმართველობით და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მიმართ ნაკლები ინტერესით.

საინფორმაციო ვიდეორგოლი sms სისტემის შესახებ – გადაიცა გურიის ტელევიზიით

არასამთავრობო ორგანიზაცია „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ უკვე 15 წელია გურიაში სამოქალაქო ჩართულობის სასურველი დონისა და ხარისხის მისაღწევად აქტიურად მუშაობს. წლების განმავლობაში ორგანიზაციამ მოქალაქეთა ინფორმირების და ჩართულობის გასაზრდელად მრავალ სხვადასხვა ხერხს მიმართა. ამ მიზნით, 2016 წლის ივლისში „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“ EWMI ACCESS-ის დახმარებით ინოვაციური კამპანია წამოიწყო –  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და მთავრობას მოკლე ტექსტური შეტყობინებების (sms) სისტემის დანერგვა შესთავაზა: sms-ებით ადგილობირივი მოსახლეობა რეგულარულად იღებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეხვედრების თარიღების და განსახილველი საკითხების შესახებ, სხდომებზე  დასწრების პროცედურების შესახებ, სხდომაზე  მიღებული გადაწყვეტილებების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების  შესახებ.

1

გაცნობითი შეხვედრები სოფლებში

ახალი პროდუქტის წარდგენის და საზოგადოების ინტერესის მობილიზების  მიზნით, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 26 სოფელში საინფრომაციო შეხვედრები ჩაატარა, სადაც  400-ზე მეტ ადამიანს შეხვდა. შედეგად, სერვისის მომხმარებელთა რიცხვმა 860-ს მიაღწია. სერვისი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოხდა მისი ინტეგრირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე. ძალიან მალე, ვებგვერდის განახლების შემდეგ, ახალი მომხმარებლები sms-ების სისტემაში ჩართვას საკრებულოს ვებგვერდიდან შეეძლებენ. sms-ების  დაგზავნა ნებაყოფლობითია და ეგზავნება მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც გამოთქვეს ინტერესი და წერილობითი თანხმობა განაცხადეს.

გიორგი თოიძე სოფელ ლიხაურის მკვიდრია. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც  მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო და დაესწრო საკრებულოს სხდომას: საკრებულოს შეხვედრის დროსა და განრიგის შესახებ sms-ით  შევიტყვე, რამაც ძალიან დამაინტერესა. ძალიან მახარებს, რომ ამიერიდან ოზურგეთის  მოსახლეობას  მეტი ინფორმაცია ექნება საკრებულოს სხდომების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს დაესწრონ და ჩაერთონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითების განხილვაში“ – ამბობს ბატონი თოიძე.

1

sms სისტემის პრეზენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

2016 წლის 5 ოქტომბერს „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ადვოკატირების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოსახლეობის ინფორმიების წესში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების მიხედვით sms-სერვისის გამოყენება სავალდებულო გახდა. მეტიც, ოზურგეთის საკრებულო უზრუნველყოფს პროგრამის ფუნქციონირებას და თავის თავზე იღებს sms-ების გაგზავნას. არასამთავრობო ორგანიზაციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე გადასცა sms-ების დაგზავნის პროგრამა (ტექნიკური პლატფორმა) და დაიწყო მონიტორინგი, თუ რამდენად რეგულარულად იყენებს საკრებულო ამ სისტემას პრაქტიკაში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ მოქალაქეთა ინფორმირების ეს მეთოდი საკმაოდ  მოქნილი და მარტივია. ”დიდ მადლობას ვუხდით ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბს, რომ გვეხმარებიან მაქსიმალურად ჩავრთოთ მოსახლეობა მართვის პროცესში“ – თქვა მან.

ამ და სხვა ინიციატივებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს მთავრობის ღია მმართველობის პარტნიორობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ჩაერთო, რითიც აიღო ვალდებულება პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია სარებულოს საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პარტნიორიბის სამოქმედო გეგმაში მუნიციპალიტეტები წელს პირველად ჩაერთნენ.

სისტემის დანერგვის შემდეგ, წარმატების გაზიარების მიზნით რამდენიმე რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე  „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა“ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. ამ საკითხით დაინტერესდა ახალციხის საკრებულო, მათ გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია. „იმედი გვაქვს, რომ მოქალაქეთა ინფორმირების ეს წარმატებული მეთოდი სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგება“ – ამბობს მინდია სალუქვაძე, “ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი.

2

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<