სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის მართვაში

სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის მართვაში

2015 წლის ოქტომბერში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში დაიწყო ხუთთვიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის მართვაში, რომელიც განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისთვის. კურსს უძღვება EWMI-ს პარტნიორი ორგანიზაცია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).

სასწავლო კურსის მიზანია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განმტკიცება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ტრენინგ კურსი არამომგებიანი ორგანიზაციის და პროექტების მართვის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავს, კერძოდ: არამომგებიანი ორგანიზაციების ძირითადი კონცეფცია და ღირებულებები, ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა, პროექტის ციკლის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სოციალური მარკეტინგი, თანხების მოძიების ინოვაციური მეთოდები და მდგრადობა, ადვოკატირება საზოგადოებრივი ცვლილებისათვის, ფინანსური მართვა, ადამიანური რესუსების მართვა, ლიდერობა და ა.შ.

კურსი წარმოადგენს შუალედურ ვერსიას გრძელვადიან აკადემიურ პროგრამებსა და მოკლევადიან ტრენინგ კურსებს შორის და მისი ხანგრძლივობაა 4-დან 5 თვემდე. სასწავლო პროგრამა შედგება სამი სავალდებულო

4 edited

ტრენინგ კურსის მონაწილეები

და ოთხი არჩევითი მოდულისაგან. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი სავალდებულო და მინიმუმ ორი არჩევითი მოდული. თეორიული მასალის გაცნობის გარდა მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ორგანიზაციებისა და პროექტების მაგალითზე კონკრეტული პრაქტკული სამუშაოები შეასრულონ.

სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება EWMI ACCESS-ის მიერ და უფასოა მონაწილეებისათვის.

ამჟამად პროგრამაში მონაწილეობას იღებს 23 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან (გორი, დუშეთი, რუსთავი, თელავი). სესიები ტარდება თბილისში, CTC-ის ოფისში.

2016 წლის 3 თებერვალს  არამომგებიანი ორგანიზაციის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამაზე მონაწილეთა მეორე ნაკადის მიღება გამოცხადდა. კურსის მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნონ მისამართზე: vacancy@ctc.org.ge . განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2016. 

 

Write a Comment

Leave a Reply

<