ACCESS–ის პროექტის ანგარიში საზოგადოებას კამპანია – უფლება გაქვს, იცოდე (You Have the Right to Know)

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS–ის პროექტის ანგარიში  საზოგადოებას

 კამპანია – უფლება გაქვს, იცოდე (You Have the Right to Know)

თარიღი: 25 თებერვალი

დრო: 17:00-19:00

ადგილი: ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მისამართი:  ფარნავაზ მეფის ქ. 62–64

25 თებერვალს, ბათუმში გამართულ საჯარო შეხვედრაზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს ერთი წლის მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროექტის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან და სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ACCESS–ს დაეხმარება, თავისი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად მოარგოს საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

Categories: