ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში ქალებს ხშირად არ ეძლევათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის და ოჯახის გარეთ სამუშაოს დაწყების შესაძლებლობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია წინ ახალი შესაძლებლობებისთვის, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს სთავაზობს. პროექტის ფარგლებში 25 ქალისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ქართული ენისა და კომპიუტერული უნარების გაკვეთილები ტარდებოდა. ქალები ასევე ესწრებოდნენ ტრენინგებსა და დისკუსიებს მედიაწიგნიერების, აქტიური მოქალაქეობისა და ადვოკატირების კამპანიების შესახებ. ახალი ცოდნის მიღების შემდეგ, პროექტში ჩართულმა ქალებმა საკუთარ სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და თანასოფლელ ქალებთან ერთად ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული ინიციატივები დაგეგმეს.
ივლისში საინიციატივო ჯგუფები ახალქალაქის მერს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ეს იყო მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევა, როდესაც ქალებმა პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს და კონკრეტულ გეგმაზეც შეთანხმდნენ.
იხილეთ ვიდეო, სადაც გაეცნობით ორგანიზაციის დამფუძნებელს, ლიოლია რაისიანს და პროექტის მონაწილე ქალებს და მოისმენთ მათ შეფასებებს.
Leave a Reply