Terms Of Services

Back to homepage

გამოყენების წესები

განახლებულია 2024 წლის პირველ  სექტემბერს

მოგესალმებით ewmi-activism.org ვებსაიტზე (შემდგომ „ვებსაიტი“), რომელიც ოპერირებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ (შემდგომ „EWMI“, „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „ჩვენს“). წინამდებარე გამოყენების წესები (შემდგომ „წესები“) არეგულირებს ვებსაიტზე თქვენს წვდომას და გამოყენების პირობებს. ვებსაიტზე შესვლით ან მისი გამოყენებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას ამ წესებზე. თუ არ ეთანხმებით წესებს, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს ვებსაიტს.

 

წესებზე დათანხმება

ვებსაიტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ამ წესებს, ისევე, როგორც ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით, თავი უნდა შეიკავოთ ვებსაიტის გამოყენებისგან.

 

უფლებამოსილება

ჩვენი ვებსაიტი განკუთვნილია ქმედუნარიანი მომხმარებლებისთვის 13 წლიდან. ვებსაიტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ აკმაყოფილებთ ამ ასაკობრივ მოთხოვნას და ხართ ქმედუნარიანი, რათა დათანხმდეთ ამ შეთანხმებას.

 

წესების შეცვლა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ აღნიშნული წესები. ცვლილებები ძალაში შევა დაუყოვნებლივ, განახლებული წესების ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე. ზევით განთავსებული მინაწერი „განახლებულია“ მიუთითებს განახლების თარიღზე, კერძოდ, როდის განხორციელდა ბოლო ცვლილებები. მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისას ჩვენ განვაახლებთ მითითებულ თარიღს და განვათავსებთ შეტყობინებას მთავარ გვერდზე. ვებსაიტის გამოყენების გაგრძელება ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ნიშნავს თქვენი თანხმობის დაფიქსირებას ახალ წესებზე.

 

ვებსაიტის მიზანი და სერვისები

ვებსაიტი არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ნაწილი, რომელიც ხუთწლიანი პროექტია და დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. მას განახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი (East-West Management Institute Inc.).

პროგრამის მიზნები:

  • მიზანი 1: სამოქალაქო აქტორების უნარ-ჩვევების გაძლიერება, რათა მათ ეფექტურად მოაგვარონ მოქალაქეების მიერ განსაზღვრული საკითხები;
  • მიზანი 2: სამოქალაქო აქტორებს შორის და სამოქალაქო აქტორებსა და სხვა სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა;
  • მიზანი 3: სამოქალაქო აქტორებისთვის მდგრადი ეკოსისტემის განვითარება.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას შემდეგი გზებით:

  • ახალი და არსებული სამოქალაქო აქტორების უნარების გაუმჯობესება, რათა ისინი გახდნენ ნდობით აღჭურვილი, ლეგიტიმური და ეფექტური წარმომადგენლები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად;
  • თემების გაძლიერება და მობილიზება, რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა;
  • სამოქალაქო აქტორებისთვის ეკოსისტემის შექმნა, რომელიც მათ რესურსების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს.

ვებსაიტზე თავმოყრილია რესურსები, სიახლეები, ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე დეტალური ცნობები პროგრამის კომპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებთან დაკავშირებული მიზნების შესახებ. ჩვენ გთავაზობთ სტატიებსა და ჩამოსატვირთ რესურსებს აქტივისტებისთვის და მხარს ვუჭერთ სამოქალაქო მოძრაობებს, აქტივისტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში.

 

მომხმარებელთან ურთიერთობა და კონტენტი

მომხმარებლის ანგარიშები

მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა შექმნან ანგარიშები ჩვენს ვებსაიტზე.

მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი

მომხმარებლებს შეუძლიათ კომენტარების დაწერა ჩვენს სტატიებზე. კომენტარების გაგზავნით თქვენ EWMI-ს ანიჭებთ არაექსკლუზიურ ლიცენზიას, რომ გამოაჩინოს თქვენი კომენტარები ვებსაიტზე. ასევე, თქვენ ეთანხმებით დაიცვათ ჩვენი კონტენტის სახელმძღვანელო პრინციპები:

  • თავი აარიდოთ შეურაცხმყოფელ ენას;
  • არ განათავსოთ უკანონო ან ცილისმწამებლური კონტენტი;
  • პატივი სცეთ სხვების უფლებებსა და ღირსებას.

 

პირადი ინფორმაციის შეგროვება

მომხმარებლების მიერ საინფორმაციო ბიულეტენების გამოწერისას ჩვენ ვაგროვებთ სახელებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ბიულეტენებისა და ჩვენი აქტივობების შესახებ განახლებების გასაგზავნად. მომხმარებლის მონაცემებს ვინახავთ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია ამ მიზნების შესრულებისთვის. დამატებითი დეტალებისთვის გაეცანით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებსაიტის გამოყენება ასევე რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც განმარტავს როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პირად ინფორმაციას, მათ შორის, ე.წ. ქუქებისა და მონიტორინგის ტექნოლოგიების გამოყენებას.

 

ქუქები და მონიტორინგის ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ ქუქებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ანალიტიკისთვის და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ვებსაიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ ქუქების გამოყენებას, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

 

მომხმარებლის პასუხისმგებლობები

თქვენ ეთანხმებით:

  • ჩვენს ვებსაიტთან ურთიერთობისას უზრუნველყოთ ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდება;
  • პატივი სცეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს;
  • გამოიყენოთ ვებსაიტი ყველა მოქმედი კანონისა და რეგულაციის შესაბამისად.

 

აკრძალული ქმედებები

მომხმარებელს ეკრძალება:

  • სპამინგი, შევიწროება, უკანონო ან ცილისმწამებლური კონტენტის განთავსება;
  • ვირუსების ან მავნე კოდის ატვირთვა ან გადაცემა;
  • ვებსაიტზე ან მის სისტემებზე არაუფლებამოსილი წვდომის მცდელობა;
  • ნებისმიერი ისეთი აქტივობა, რომელიც არღვევს ან ხელს უშლის ვებსაიტის ფუნქციონირებას.

 

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

საკუთრება

ვებსაიტზე არსებული მთელი კონტენტი, მათ შორის, ტექსტი, გრაფიკა, ლოგოები, სურათები და ჩამოსატვირთი რესურსები ეკუთვნის EWMI-ს, გარდა ზოგიერთი ლიცენზირებული სურათისა. ეს კონტენტი დაცულია საქართველოსა და საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების კანონებით.

კონტენტის გამოყენება

მომხმარებლებს შეუძლიათ გააზიარონ ჩვენი სტატიები არაკომერციული მიზნებისთვის, სათანადო მითითებით EWMI-ზე. კონტენტის გამოყენებისას ნებისმიერი სხვა მიზნით სავალდებულოა გამოითხოვოთ ჩვენი წერილობითი თანხმობა. ჩვენი კონტენტის უნებართვო გამოყენებით თქვენ შეიძლება დაარღვიოთ საავტორო უფლებები, კანონი სავაჭრო ნიშნის შესახებ და სხვა კანონები.

 

მესამე მხარის კონტენტი და ბმულები

გარე ბმულები

ჩვენი ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე, მათ შორის პარტნიორ ორგანიზაციებსა და რესურსებზე. ეს ბმულები მოწოდებულია იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის მათი გამოყენება იყოს ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. EWMI არ აკონტროლებს მათ კონტენტს და არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებსაიტების შინაარსსა ან პრაქტიკაზე. მესამე მხარის ვებსაიტებზე წვდომისას მათი კონტენტის სარგებლობასთან დაკავშირებულ რისკებზე პასუხისმგებლობას იღებთ თავად.

მესამე მხარის კონტენტი

ჩვენს ვებსაიტზე ზოგჯერ ვაქვეყნებთ პარტნიორების მიერ მომზადებულ მასალებს. ასეთი კონტენტი გამოხატავს ავტორების მოსაზრებებს და არ წარმოადგენს EWMI-ს შეხედულებებს. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას მესამე მხარის კონტენტზე.

 

საგანგებო განაცხადები (Disclaimers):

  • კონტენტის სიზუსტე: ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ინფორმაციის სიზუსტე, მაგრამ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებსაიტზე არსებული ყველა ინფორმაცია სრულიად უშეცდომო ან სრულყოფილია. კონტენტი მოწოდებულია ზოგადი ინფორმაციული მიზნებისთვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული როგორც პროფესიული რჩევა.
  • მოსაზრებები: ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მომხმარებლის კომენტარებში ან ვიზიტორების სტატიებში გამოხატულ მოსაზრებებს.
  • გარანტიების არარსებობა: ვებსაიტი მოწოდებულია არსებული სახით, ყოველგვარი გარანტიის (პირდაპირი ან ნაგულისხმევი) გარეშე, ჩვენ არ გავცემთ არანაირ გარანტიას (კომერციული ვარგისიანობისა და კონკრეტული მიზნისთვის შესაბამისობის ჩათვლით).

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

EWMI-ს, მის პარტნიორებს, დირექტორებს, თანამშრომლებს ან აგენტებს არ ეკისრებათ არანაირი პასუხისმგებლობა (საკანონმდებლო წესით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში) ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, თანმდევ ან საჯარიმო ზარალზე, რომელიც წარმოგეშვათ ვებსაიტის გამოყენებით ან მისი გამოყენების შეუძლებლობით, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი ზიანის შესაძლებლობა წინასწარ იყო ცნობილი.

 

ზარალის ანაზღაურება (Indemnification)

ვებსაიტის გამოყენებისას დამდგარი ნებისმიერი ფინანსური ზარალის შემთხვევაში ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს. ამასთან, ვებსაიტის გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ აარიდებთ EWMI-ს, მის პარტნიორებს და მათ ხელმძღვანელებს, დირექტორებს, თანამშრომლებსა და აგენტებს ნებისმიერი სახის პრეტენზიებს, არ წაუყენებთ მოთხოვნებს, არ მოითხოვთ მათგან პასუხისგებას, ზიანის, დანაკარგის ან ხარჯის/ზარალის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ ასეთი წარმოგეშვათ ვებსაიტის გამოყენებისას ან ამ წესების დარღვევისას.

 

გამოყენების შეწყვეტა

ჩვენ შეგვიძლია ვებსაიტზე თქვენი წვდომა გავაუქმოთ ან შევაჩეროთ ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამ წესების დარღვევის ან უკანონო აქტივობების გამო. შეწყვეტის შემთხვევაში ვებსაიტის გამოყენების უფლება დაუყოვნებლივ შეგიწყდებათ.

 

სამართლებრივი რეგულირება და იურისდიქცია

ამ წესებს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. ამ წესების დარღვევის ან ვებსაიტის გამოყენების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი დავა თავიდან გადაწყდება მედიაციის გზით და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო განხილვით თბილისში, საქართველოში, მდებარე სასამართლოებში.

 

საერთაშორისო მომხმარებლები

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვებსაიტი ხელმისაწვდომია საქართველოს ფარგლებს გარეთ მომხმარებლებისთვის, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებსაიტის შინაარსი შესაბამისია ან ხელმისაწვდომია სხვა ადგილებში გამოყენებისთვის. მომხმარებლები, რომლებიც ვებსაიტზე შედიან საქართველოს ფარგლებს გარეთ, პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვაზე. ჩვენ დავიცავთ მოქმედ საერთაშორისო რეგულაციებს, მაგრამ მომხმარებლები ვალდებულნი არიან შეასრულონ თავიანთი ადგილობრივი კანონები.

 

ცვლილება სერვისებში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ან შევაჩეროთ ვებსაიტი ან ნებისმიერი შემოთავაზებული სერვისი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ვებსაიტის ნებისმიერი ცვლილების, შეჩერების ან შეწყვეტის გამო.

 

საკუთრების გადაცემა

შერწყმის, შესყიდვის ან საკუთრების სხვაგვარი გადაცემის შემთხვევაში, ამ წესებიდან გამომდინარე უფლებები შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს. თქვენ ეთანხმებით, რომ ასეთი გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს და რომ EWMI-ს ნებისმიერმა შემძენმა შეიძლება განაგრძოს თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

 

დებულებების გამიჯვნა

თუ ამ წესების რომელიმე დებულება აღმოჩნდება არასწორი ან შეუსრულებელი, დარჩენილი დებულებები ძალაში დარჩება. არასწორი დებულება შეიცვლება მხარეთა განზრახვის ასახვის მიზნით.

 

სრული შეთანხმება

ეს წესები, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, წარმოადგენს ერთიან შეთანხმებას თქვენსა და EWMI-ს შორის ვებსაიტის გამოყენებასთან დაკავშირებით და ანაცვლებს ყველა წინამორბედ შეთანხმებას ან გაგებას.

 

დებულებაზე უარის განცხადება

ამ წესების რომელიმე დებულების მიუღებლობა/შეუსრულებლობა არ ნიშნავს ამავე დებულებაზე ან მისი შესრულების ვალდებულებაზე უარის თქმას მომავალში. ნებისმიერი დებულების უარყოფა ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წერილობით არის გაფორმებული EWMI-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

 

ენა და თარგმანი

ეს წესები წარმოდგენილია ინგლისურ და ქართულ ენებზე. ორ ვერსიას შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას.

 

უკუკავშირი და კომუნიკაცია

თქვენი უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უკუკავშირის გამოგზავნით ელფოსტის მეშვეობით მისამართზე csep@ewmi.org, თქვენ გვანიჭებთ ნებართვას, გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად ანაზღაურების გარეშე. უკუკავშირი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეუზღუდავად.

 

მომხმარებლის მხარდაჭერა

მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელფოსტით მისამართზე csep@ewmi.org. ჩვენ შევეცდებით გიპასუხოთ 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

უსაფრთხოების ზომები

ჩვენ ვიყენებთ სტანდარტულ უსაფრთხოების პროტოკოლებს მომხმარებლის ინფორმაციის დასაცავად, თუმცა აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვერ ვიძლევით. მომხმარებლები მონაცემებს საკუთარი რისკის გაცნობიერებით აგზავნიან. უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს დაზარალებული მომხმარებლების ინფორმირებისთვის, როგორც ეს კანონით არის მოთხოვნილი.

 

ხელმისაწვდომობა

ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ხელმისაწვდომობის სტანდარტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ვაგრძელებთ ვებსაიტზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მისამართზე csep@ewmi.org.

 

კანონების დაცვა

ჩვენ ვიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და მოქმედ საერთაშორისო რეგულაციებს. მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან ყველა შესაბამისი კანონი, რომელიც ვებსაიტის გამოყენებას უკავშირდება.

 

ბავშვების კონფიდენციალურობა

ჩვენი ვებსაიტი არ არის განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ არასრულწლოვანების პირად ინფორმაციას. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ ასეთი ინფორმაცია შეგროვდა, მყისიერად წავშლით მას.

 

რეკლამებისა და ელექტრონული კომერციის არარსებობა

ჩვენს ვებსაიტზე არ შეგხვდებათ რეკლამები. ჩვენ არ ვყიდით პროდუქციას ან სერვისს. ვებსაიტზე არ მიმდინარეობს ელექტრონული კომერციული საქმიანობა და ჩვენ არ ვმონაწილეობთ აფილირებულ მარკეტინგში ან სპონსორირებულ კონტენტში.

 

მესამე მხარის სერვისები

ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის სერვისებს, როგორებიცაა სოციალური მედიის გაზიარების ღილაკები და Google Analytics. ეს სერვისები შეიძლება აგროვებდნენ მონაცემებს თქვენ შესახებ. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ მესამე მხარის სერვისების ქმედებებზე. გთხოვთ, გაეცნოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, როგორ იყენებენ ისინი თქვენს მონაცემებს.

 

მონაცემთა შენახვა

ჩვენ ვინახავთ მომხმარებლის მონაცემებს იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა მათი შეგროვების მიზნების შესასრულებლად, როგორც ეს აღწერილია ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ პირადი მონაცემები ან გავხადოთ ისინი ანონიმური, თუ კანონით არ გვევალება მათი შენახვა.

 

წესების ცვლილება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ეს წესები ნებისმიერ დროს. ცვლილებების შემთხვევაში განვაახლებთ თარიღს (მითითებულია ზევით, სათაურსა და ძირითად ტექსტს შორის) და მთავარ გვერდზე მოვათავსებთ შეტყობინებას მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. ვებსაიტის გამოყენების გაგრძელება ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ახალ წესებს.

 

დამატებითი იურიდიული მოთხოვნები

ჩვენ ვიცავთ საქართველოს არასამეწარმეო რეგულაციებს, თუმცა არ გვაქვს დამატებითი ინდუსტრიასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი ადგილობრივი კანონმდებლობა.

 

საკომუნიკაციო ტონი და პრეფერენციები

ჩვენ ვამჯობინებთ ოფიციალურ ტონს და ეს წესები წარმოდგენილია როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე, რათა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მრავალფეროვანი აუდიტორიის საჭიროებები.

 

მონაცემთა შენახვის პოლიტიკა

ჩვენ ვინახავთ მომხმარებლის მონაცემებს იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა მათი შეგროვების მიზნების შესასრულებლად. მონაცემები შეიძლება უფრო ხანგრძლივად იქნეს შენახული, თუ ეს კანონით არის მოთხოვნილი ან აუცილებელია იურიდიული მიზნებისთვის.

 

რეკლამა

ჩვენ არ განვათავსებთ რეკლამებს ჩვენს ვებსაიტზე. ჩვენი კონტენტი თავისუფალია კომერციული ზეგავლენისგან.

 

კონტენტის სიზუსტე

ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ინფორმაციის სიზუსტე, თუმცა არ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა მოწოდებული ინფორმაცია იქნება სრულიად უშეცდომო ან სრულყოფილი. მომხმარებლები ვალდებულნი არიან გადაამოწმონ ინფორმაცია მის გამოყენებამდე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ამ წესებთან დაკავშირებული შეკითხვების ან ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

  • ელფოსტა: csep@ewmi.org;
  • მისამართი: ქ. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 5.

Write a Comment

Leave a Reply

<