Privacy Policy

Back to homepage

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

განახლებულია 2024 წლის პირველ სექტემბერს

შესავალი

ეს დოკუმენტი („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) აღწერს კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებს თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების, დამუშავებისა და  გამჟღავნების შესახებ. ამავდროულად, გაწვდით ინფორმაციას თქვენს უფლებებზე და იმაზე, თუ როგორ გიცავთ კანონი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ხარისხის უზრუნველსაყოფად.

სერვისის გამოყენების გზით, თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავება-გამოყენებას ამ დოკუმენტში გაწერილი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ დავიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას და უზრუნველვყოფთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას.

 

ტერმინთა განმარტება

ქვემოთ მოცემულ განმარტებებს მხოლობით და მრავლობით ფორმებში იგივე მნიშვნელობა აქვთ.

  • ანგარიშ უნიკალური ანგარიში, რომელიც შექმნილია თქვენთვის ჩვენს სერვისზე მთლიანად ან ნაწილობრივ წვდომისთვის;
  • მეკავშირე   იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს, კონტროლდება ან იმყოფება საერთო კონტროლის ქვეშ. აქ: „კონტროლი“ ნიშნავს წილის, სააქციო წილის ან დირექტორების ან სხვა მმართველობითი ფუნქციის არჩევნებში ხმის უფლების მქონე სხვა ფასიანი ქაღალდების 50%-ის ან მეტის მფლობელობას;
  • კომპანია (წინამდებარე ხელშეკრულებაში მოხსენიებული, როგორც „კომპანია“, „ჩვენ“, „ჩვენი“) გულისხმობს „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტს“ (მისამართი: საქართველო, თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N 5);
  • მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)   ვებგვერდის მიერ თქვენს კომპიუტერში, მობილურ მოწყობილობაში (ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე) განთავსებული მცირე ზომის ფაილები, რომლებიც შეიცავს ვებგვერდზე თქვენი ნახვებისა და სხვა მოქმედებების ისტორიას;
  • ქვეყანა აქ: საქართველო
  • მოწყობილობა   ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია სერვისზე წვდომა, მაგალითად, კომპიუტერი, ტელეფონი ან პლანშეტი;
  • პირადი მონაცემები ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ინდივიდთან;
  • სერვისი   აქ: ვებგვერდი
  • სერვისის მიმწოდებელი   ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს კომპანიის სახელით. ეს მოიცავს მესამე მხარის კომპანიებს ან პირებს, რომლებიც კომპანიის მიერ დასაქმებულნი არიან სერვისის გამარტივებისთვის, აღნიშნული სერვისის მიწოდებისთვის კომპანიის სახელით, სერვისთან დაკავშირებული მომსახურებების შესასრულებლად ან კომპანიის დახმარებისთვის სერვისის გამოყენების ანალიზში;
  • გამოყენების მონაცემებ ავტომატურად შეგროვებული მონაცემები, რომლებიც წარმოიქმნება სერვისის გამოყენებისას ან საკუთრივ ვებსაიტის ინფრასტრუქტურიდან (მაგალითად, გვერდზე ვიზიტის ხანგრძლივობა);
  • ვებგვერდი აქ: „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ვებგვერდი.  ვებგვერდის ბმული: https://ewmi-activism.org/
  • თქვენ ნაცვალსახელით  აღინიშნება ინდივიდი, რომელიც სერვისს სტუმრობს ან იყენებს, ან კომპანია, ან სხვა იურიდიულ პირი, რომლის სახელითაც აღნიშნული ინდივიდი სერვისზე წვდომას ან მის გამოყენებას ახორციელებს.

 

თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენებ

შეგროვებული მონაცემების ტიპები

პირადი მონაცემები

ჩვენი სერვისით სარგებლობისას შესაძლოა მოგთხოვოთ თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი გარკვეული ინფორმაციის მოწოდება. ამ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ თქვენთან დასაკავშირებლად და/ან თქვენი იდენტიფიცირებისთვის. პერსონალური ინფორმაცია მოიცავს შემდეგს* (*დასაშვებია, არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ამ ჩამონათვალით):

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • სახელი და გვარი
  • გამოყენების მონაცემები

 

გამოყენების მონაცემები

გამოყენების მონაცემები ავტომატურად იკრიბება სერვისის გამოყენებისას.

გამოყენების მონაცემებში შეიძლება შედიოდეს ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი მოწყობილობის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი (მაგალითად, IP მისამართი), ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი სერვისის გვერდები, რომლებსაც თქვენ სტუმრობთ, თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი, აღნიშნულ გვერდებზე გატარებული დრო, უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.

როდესაც თქვენ სერვისზე წვდომას ახორციელებთ მობილური მოწყობილობის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად შევაგროვოთ გარკვეული ინფორმაცია. ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს* (*დასაშვებია, არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ამ ჩამონათვალით):

მობილური მოწყობილობის ტიპი, მობილური მოწყობილობის უნიკალური ID, თქვენი მობილური მოწყობილობის IP მისამართი, მობილური ოპერაციული სისტემა, მობილური ინტერნეტის ბრაუზერის ტიპი, უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები.

ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბრაუზერი აგზავნის, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს სერვისს ან როდესაც წვდომას ახორციელებთ მობილური მოწყობილობის საშუალებით.

 

მიკვლევადობის ტექნოლოგიები და მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)

ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს (ე.წ. „Cookies“) და მიკვლევადობის მსგავს ტექნოლოგიებს ჩვენს სერვისზე აქტივობების მიკვლევადობისა და კონკრეტული ინფორმაციის შენახვის მიზნით. გამოყენებული მიკვლევადობის ტექნოლოგიებია ბიქონები, თეგები და სკრიპტები, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის მოგროვებისა და მიკვლევადობისთვის და ჩვენი მომსახურებების გაუმჯობესებისა და ანალიზისთვის. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიები მოიცავს შემდეგს:

  • მზა ჩანაწერებს (ე.წ. „Cookies“) და ბრაუზერის მზა ჩანაწერებს: მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“) არის თქვენს მოწყობილობაზე განთავსებული მცირე ზომის ფაილები. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენს ბრაუზერს ბრძანება უარი თქვას ყველა მზა ჩანაწერზე (ე.წ. „Cookies“) ან მიუთითოთ, როდის გაიგზავნოს ისინი. თუმცა, თუ თქვენ არ დაადასტურებთ მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookie“) მიღებას, შესაძლოა ვერ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურების ნაწილით. მანამდე, სანამ თქვენ არ იტყვით უარს თქვენი ბრაუზერის პარამეტრების ცვლილებით მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookie“) გამოყენებაზე, ჩვენი სერვისი  განაგრძობს მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookie“) გამოყენებას.
  • ვებბიქონები: ჩვენი სერვისი და ელექტრონული წერილების კონკრეტული ნაწილები შესაძლოა შეიცავდეს მცირე ელექტრონულ ფაილებს, რომლებსაც ვებბიქონებს უწოდებენ (ასევე სუფთა გიფები, პიქსელური თეგები და ერთპიქსელიანი გიფები), რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, მაგალითად, დათვალოს იმ მომხმარებლების რაოდენობა, ვინც ეწვევა ამ გვერდებს ან გახსნის ელექტრონულ ფოსტას, ასევე მოაგროვოს სხვა დაკავშირებული ვებგვერდების სტატისტიკა (მაგალითად, კონკრეტული ნაწილის პოპულარობის აღრიცხვა და სისტემისა და სერვერის მთლიანობის შემოწმება).

მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“) შესაძლოა იყოს „მუდმივი“ ან „სასესიო“. მუდმივი მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“) რჩება თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე, როდესაც თქვენ ქსელიდან გადიხართ, ხოლო „სასესიო“ მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“) იშლება, როგორც კი დახურავთ თქვენს ვებბრაუზერს. მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookies“) შესახებ დამატებითი  ინფორმაციისთვის იხილეთ Free Privacy Policy website-ის სტატია.

ჩვენ ვიყენებთ როგორც „სასესიო“, ისე „მუდმივ“ მზა ჩანაწერებს (ე.წ. „Cookies“) ქვემოთ განსაზღვრული მიზნებისთვის:

  • საჭირო / არსებითი მნიშვნელობის მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)
    • ტიპი: სასესიო მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)
    • ადმინისტრატორი: ჩვენ
    • მიზანი:  ამ მზა ჩანაწერებს (ე.წ. „Cookies“) არსებითი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მომსახურებების გასაწევად და ვებგვერდის რამდენიმე ფუნქციით სარგებლობისთვის. ისინი გვეხმარება მომხმარებლების ავთენტიფიკაციასა და მათი ანგარიშების თაღლითური გზით გამოყენების აღკვეთაში. ამ მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookies“) გარეშე თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურებების გაწევა ვერ მოხერხდება და ჩვენ მათ გამოვიყენებთ ხსენებული მომსახურებების თქვენთვის გასაწევად.
  • მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookies“) პოლიტიკა / შეტყობინების მიღების მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)
    • ტიპი: მუდმივი მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)
    • ადმინისტრატორი: ჩვენ
    • მიზანი: ამ მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookies“) იდენტიფიცირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები დაეთანხმებიან ვებგვერდზე მზა ჩანაწერებით (ე.წ. „Cookies“) სარგებლობას.
  • ფუნქციონალური მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)
    • ტიპი: მუდმივი მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)
    • ადმინისტრატორი: ჩვენ
    • მიზანი: მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“) თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობისას გაკეთებულ არჩევანს იმახსოვრებს. კერძოდ, ეს გახლავთ თქვენი ავტორიზაციის დეტალების ან შერჩეული ენის დამახსოვრება. ამგვარი მზა ჩანაწერების მიზანია თქვენი პერსონალური გამოცდილების გათვალისწინება და შესაბამისის შემოთავაზება. ამასთან, არ დაგჭირდებათ ვებგვერდით სარგებლობისას ყოველ ჯერზე განმეორებით ინფორმაციის შეყვანა.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენ მიერ გამოყენებული მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookies“) და მათთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის შესახებ იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თავში „მზა ჩანაწერები (ე.წ. „Cookies“)“.

 

თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება

კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს პირადი მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:

  • ჩვენი სერვისის მიწოდებისა და შენარჩუნებისთვის: მათ შორის სერვისის გამოყენების მონიტორინგის მიზნით;
  • თქვენი ანგარიშის მართვისთვის: სერვისის მომხმარებლის სახით თქვენი რეგისტრაციის მართვისთვის. თქვენ მიერ მოწოდებული პირადი მონაცემები საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წვდომა სერვისის სხვადასხვა ფუნქციაზე, რომლებიც ხელმისაწვდომია თქვენთვის, როგორც რეგისტრირებული მომხმარებლისთვის;
  • შეთანხმების შესრულებისთვის: პროდუქტების, ნივთების ან სერვისების შესყიდვის ხელშეკრულების ან სხვა ნებისმიერი ხელშეკრულების შემუშავების, შესრულებისა და მართვისთვის, რომელიც თქვენთან გვაქვს დადებული სერვისის მეშვეობით.
  • თქვენთან დასაკავშირებლად: თქვენთან დასაკავშირებლად ელფოსტის, სატელეფონო ზარების, SMS-ის ან სხვა შესაბამისი ფორმის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, როგორიცაა მობილური აპლიკაციის push შეტყობინებები, რომლებიც ეხება სერვისის ფუნქციონალს, პროდუქტებს ან შეთანხმებულ სერვისებს, მათ შორის უსაფრთხოების განახლებებს, როცა ეს საჭიროა ან გონივრულია.
  • თქვენთვის ახალი ამბების, სპეციალური შეთავაზებებისა და ზოგადი ინფორმაციის მიწოდებისთვის: სხვა პროდუქტებზე, სერვისებზე ან ღონისძიებებზე, რომლებიც იმის მსგავსია, რაც უკვე შეიძინეთ ან რის მიმართაც ინტერესი გამოხატეთ, თუ არ განაცხადეთ უარი მსგავსი ინფორმაციის მიღებაზე.
  • თქვენი მოთხოვნების მართვისთვის: თქვენი მოთხოვნების განხილვისა და მართვის მიზნით.
  • ბიზნეს-ტრანსფერი: თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გამოვიყენოთ ჩვენი აქტივების ან მათი ნაწილის შერწყმის, გამიჯვნის, რესტრუქტურიზაციის, რეორგანიზაციის, დაშლის ან სხვაგვარად გაყიდვის ან გადაცემის შესაფასებლად, ფუნქციონირებადი საწარმოს ან გაკოტრების, ლიკვიდაციის ან მსგავსი სამართალწარმოების ფარგლებში, თუკი  ჩვენს მფლობელობაში არსებული სერვისის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები ამ აქტივების კუთვნილებაა.
  • სხვა მიზნებისთვის: შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გამოვიყენოთ სხვა მიზნებისთვისაც, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირება, ჩვენი სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შეფასება და ჩვენი სერვისის, პროდუქტების, მომსახურებების, მარკეტინგისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებ

თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გაზიარდეს:

  • მომსახურების გამწევებთან: თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გავუზიაროთ მომსახურების გამწევებს ჩვენი სერვისით სარგებლობის მონიტორინგისა და ანალიზისთვის, ასევე თქვენთან დასაკავშირებლად;
  • ბიზნეს-ტრანსფერის მიზნით: თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გავაზიაროთ ან გადავცეთ კომპანიის აქტივების ნებისმიერი შერწყმის ან გაყიდვის, დაფინანსების ან სხვა კომპანიაზე ჩვენი ბიზნესის მთლიანად ან ნაწილობრივ მიყიდვის შემთხვევაში ან მოლაპარაკებების პროცესში;
  • მეკავშირეებთან: თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გავუზიაროთ მეკავშირეებს. ასეთ შემთხვევაში მოვითხოვთ მოცემულ დოკუმენტში გაწერილი კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვას. მეკავშირეებში მოიაზრება: სათავო ორგანიზაცია და ნებისმიერი სხვა შვილობილი კომპანია,  ერთობლივი საწარმოები და სხვა კომპანიები, რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებთ ან რომლებიც იმყოფებიან საერთო კონტროლის ქვეშ ჩვენთან ერთად;
  • ბიზნესპარტნიორებთან: თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გავუზიაროთ ჩვენს ბიზნესპარტნიორებს თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების, მომსახურებების ან სარეკლამო მასალის შეთავაზების მიზნით;
  • სხვა მომხმარებლებთან: როდესაც თქვენ აზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას ან გაქვთ ინტერაქცია საჯარო სივრცეებში სხვა მომხმარებლებთან, ამგვარი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის და ის შესაძლოა გასაჯაროვდეს;
  • თქვენი თანხმობით: თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გავამჟღავნოთ ნებისმიერი სხვა მიზნით, თქვენი თანხმობით.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა

კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს მხოლოდ იმ პერიოდით, რაც საჭირო იქნება წინამდებარე დოკუმენტში („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად. თქვენს პერსონალურ მონაცემებს  შევინახავთ და გამოვიყენებთ ჩვენს სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობის (მაგალითად, თუ გვჭირდება თქვენი მონაცემების შენახვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად), დავების დარეგულირებისა და ჩვენი იურიდიული ხელშეკრულებების და პოლიტიკების შესრულების მიზნით.

კომპანია ასევე შეინახავს გამოყენების შესახებ მონაცემებს შიდა ანალიზისთვის. გამოყენების შესახებ მონაცემების შენახვა ჩვეულებრივ მოკლე პერიოდით ხდება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მონაცემები გამოიყენება უსაფრთხოების გაძლიერების ან ჩვენი მომსახურების ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის, ან თუ ჩვენ კანონით ვიქნებით ვალდებული შევინახოთ ამგვარი მონაცემები უფრო ხანგრძლივი პერიოდით.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა

თქვენი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, შესაძლოა გადაეცეს და შენახულ იქნეს კომპიუტერებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, ოლქის, ქალაქის მიღმაა ან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაშია და სადაც მონაცემების დაცვის კანონმდებლობა შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი იურისდიქციისგან.

თუ თქვენ არ იმყოფებით საქართველოში და გადაწყვეტთ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებას, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს, საქართველოში და აქვე ვამუშავებთ მათ.

თქვენი დასტურით მოცემულ დოკუმენტში გაცხადებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან თქვენ აცხადებთ თანხმობას ინფორმაციის მიწოდებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომპანია მიიღებს ჯეროვან ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას და „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად დამუშავებას. თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა სხვა ორგანიზაციას ან ქვეყანას, სადაც არ იქნება დაცული პირადი მონაცემების კონტროლის ადეკვატური ზომები.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა

თქვენ გაქვთ უფლება თავად წაშალოთ პერსონალური მონაცემები ან მოითხოვოთ დახმარება ჩვენ მიერ მოგროვებული პერსონალური მონაცემების წაშლაში.

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს კონკრეტული ინფორმაციის შენახვა, როდესაც გვექნება ამგვარი იურიდიული ვალდებულება ან კანონისმიერი საფუძველი.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება

კომპანიამ შესაძლოა გაამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ქმედება ნაკარნახევი იქნება კეთილსინდისიერების პრინციპის დასაცავად.  კერძოდ:

  • სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის
  • კომპანიის საკუთრების უფლების დასაცავად
  • სერვისთან დაკავშირებული დარღვევების პრევენცია-გამოძიებისთვის და ამგვარი ქმედებებისგან თავის დასაცავად
  • სერვისით მოსარგებლეებისა და საზოგადოების პერსონალური უსაფრთხოების დასაცავად
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დასაცავად

 

თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცემისას აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება შეუძლებელია, ამასთან,  ელექტრონული საცავის არცერთი მეთოდი არ იძლევა 100%-იანი დაცვის გარანტიას. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის ჩვენ ვიყენებთ  არსებულ კომერციულ საშუალებებს, თუმცა აბსოლუტური დაცვა გარანტირებული არ არის.

 

კონფიდენციალურობა ბავშვებთან დაკავშირებით

ჩვენი სერვისი არაა განკუთვნილი 13 წლამდე ასაკის პირებისთვის. ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურად იდენტიფიცირებად ინფორმაციას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისგან. თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და  შეიტყობთ, რომ თქვენმა ბავშვმა მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

თუ თქვენ შეიტყობთ, რომ ჩვენ მოვაგროვეთ პერსონალური მონაცემები 13 წლამდე ასაკის ბავშვებისგან მშობლის თანხმობის გადამოწმების გარეშე, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ ამგვარი ინფორმაცია წავშალოთ.

თუ თქვენი ინფორმაციის დასამუშავებლად სამართლებრივი საფუძვლის სახით დაგვჭირდება თქვენი თანხმობის მიღება ან თქვენი ქვეყანა მოითხოვს მშობლის თანხმობას, ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენი, როგორც მშობლის, თანხმობა მანამდე, სანამ მოვაგროვებთ და გამოვიყენებთ ამგვარ ინფორმაციას.

 

სხვა ვებგვერდების ბმულები

ჩვენს სერვისზე შესაძლოა შეგხვდეთ აქტიური ბმულები სხვა ვებგვერდებზე გადასასვლელად. ბმულზე დაწკაპუნებით თქვენ გადახვალთ სხვის კუთვნილ სერვისზე, რომელზეც არ ვრცელდება ჩვენი „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“. დაბეჯითებით გირჩევთ გაეცნოთ ყველა იმ ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვევით.

ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარის სერვისებს და არ ვკისრულობთ პასუხისმგებლობას მათ კონტენტზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა თუ პრაქტიკებზე.

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

ჩვენ შესაძლოა დროდადრო განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მოგაწვდით ინფორმაციას ამ ვებგვერდზე და გამოვაქვეყნებთ განახლებულ დოკუმენტს.

გირჩევთ, ცვლილებების სანახავად პერიოდულად გადახედოთ წინამდებარე დოკუმენტს („კონფიდენციალურობის პოლიტიკა“). ცვლილებები ძალაში შედის ამ გვერდზე მათი გამოქვეყნებისთანავე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: csep@ewmi.org.

 

 

 

 

Write a Comment

Leave a Reply

<