ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე

ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე

23 თებერვალს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ დაინტერესებულ მხარეებს პროექტის შედეგები გააცნო, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი ფერმერების ინფორმირებას DCFTA-ის ვალდებულებებზე და ქართველი მეწარმეების კონკურენტუნარიანობის გაზრდას ევროკავშირის ბაზარზე. პროექტი EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

პროექტის ფარგლებში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ევროკავშირთან აღებული რიგი ვალდებულებების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარა, კერძოდ: ა) შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი შესრულების მდგომარეობა საქართველოში; და ბ) ფერმერთა მხარდაჭერის სახლემწიფო პროგრამები და მათი შესაბამისობა DCFTA მოთხოვნებთან. ანალიზის შედეგად მომზადდა ორი პოლიტიკის დოკუმენტი, რომლებიც „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ დაინტერესებულ მხარეებს 23 თებერვალს წარუდგინა. ორგანიზაციის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები შემდეგია:

  • სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეგისტრაციის მიზნების სწორედ ახსნა საზოგადოებისთვის და 1.8 მილიონი შინაური ცხოველის მქონე 300 ათასამდე შინამეურნეობის მოტივირება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების დანერგვა გეგმის შესაბამისად ხდება, მათი პრაქტიკაში დანერგვა ნელი ტემპით მიმდინარეობს და დიდ სირთულეებთანაა დაკაშირებული. მითუმეტეს, როდესაც ახლოვდება 2020 წელი,  როცა ევროკავშირის რეგულაციები შინამეურნეობებიისთვისაც სავალდებულო გახდება.
  • სოფლის მეურნეობის სამინსიტროს მიერ განხორციელებული დახმარების პროგრამები ძირითადად მიმართულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოოდ გაზრდის ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს, მაგრამ ნაკლებად არიან ორიენტირებული უშუალოდ DCFTA-ის მოთხოვნებთან მიმართებით საოჯახო და ფერმერული მეურნეობების უფრო მიზანმიმართულ დახმარებაზე (მაგ: დახმარება სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების შესასრულებლად, HACCP-ის დანერგვის მიმართულებით, ეტიკეტირების მიმართულებით, Global Gap სტანდარტის დანერგვის მიმართულებით).

პროექტის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევის საფუძველზე „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცნტრმა“ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია აწარმოა საქართველოს ხუთ რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, გურია, კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი). ადგილობრივი კოორდინატორებისა და საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიღო კონსულტაცია და ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი რეგულაციების შესახებ. პირველადი მწარმოებლებისა და გადამამუშავებელი საწარმოებისათვის გამოიცა სპეციალური გზამკვლევი. ასევე შეიქმნა საინფორმაციო ვებპორტალი ფერმერებისთვის georgianfarmers.wordpress.com, სადაც მაქსიმალურად მარტივად (მათ შორის ინფოგრაფიკების საშუალებით) გადმოცემულია ყველა ახალი ვალდებულება და ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობები.  ვებგვერდზე განთავსდა 100-მდე სტატია, მათ შორის საინფორმაციო შინაარსის სტატიები, ინტერვიუები და ისტორიები წარმატებული ფერმერების შესახებ, 100-მდე ინფორგრაფიკა, რადიოგადაცემები და ბლოგები.

 

 

Write a Comment

Leave a Reply

<