ACCESS-ის ანგარიში საზოგადოებას / უფლება გაქვს იცოდე
1 დეკემბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო შეხვედრა, სადაც აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოლო წლის მუშაობის შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ. შეხვედრაზე მონაწილეები ასევე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ EWMI ACCESS-ის საგრანტო კონკურსზე, რომელიც რეგიონული ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი.
Categories: