საჯარო დისკუსია – „სუფთა ჰაერი და უსაფრთხო გზები ჩვენ ქალაქებში“ / Policy Forum – “Clean Air and Safe Roads in our Cities”
28 ივლისს, 15:30 სთ-ზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (სტალინის ქ. 7) გაიმართება საჯარო დისკუსია, რომლის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ, კერძოდ, 100-ქულიანი მართვის მოწმობების და უკონტაქტო პატრულირების შემოღების, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების და სხვა სიახლეების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილება ჰაერის დაბინძურების მიზეზები და ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები; ასევე, განიხილება სამარშრუტო ტაქსებით საქალაქთაშორისო გადაადგილების და ავტოსადგურების კვლევის შედეგები.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების („საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, „HUB Georgia“, „CRRC საქართველო“), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ტესტირების ცენტრების წარმომადგენლები.
დისკუსიის ორგანიზატორია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი.