ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდები საზოგადოებრივ პროცესებში ერთვებიან

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდები საზოგადოებრივ პროცესებში ერთვებიან

ზოგადად, სამცხე-ჯავახეთში და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ჩართულობის დონე დაბალია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სახელმწიფო ენის არცოდნაა. მიუხედავად ამისა, რეგიონში არიან აქტიური მოქალაქეები და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც თანასოფლელებსა და თანაქალაქელებს ეხმარებიან, დაიცვან  საკუთარი და მათი სოფლის/თემის ინტერესები. მათ შორისაა  ნინოწმინდაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“, რომელიც, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, მოქალაქეთა ჩართულობის პროექტს ახორციელებს.

პროექტის დასაწყისში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 20 ახალგაზრდას ჩაუტარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებზე, სამოქალაქო ჩართულობის მეთოდებზე, აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობაზე, ეფექტიან კომუნიკაციაზე და სხვა საკითხებზე. ტრენინგის შემდეგ ახალგაზრდებმა, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კარდაკარ გამოკითხვის გზით, მოიკვლიეს ადგილობრივი პრობლემები და მათ გასაშუქებლად დაიწყეს ვიდეოების, სტატიებისა და ბლოგების მომზადება. ახალგაზრდები აქტიურად თანამშრომლობენ ნინოწმინდის სათემო რადიოსთან და სხვა მედიასაშუალებებთან. „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ პროექტში ჩართულ მოხალისეებს საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში ეხმარებიან და მათთან ერთად ცდილობენ სოფლის პრობლემების მოგვარებას.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<