ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი 27+1, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში თბილისში, რუსთავში, ყვარელში, თელავში, გორში, ზუგდიდში, გურჯაანში და წნორში გაიმართა ღია დისკუსიები და „ტრივია“ საღამოები, სადაც ახალგზარდები სამაგიდო თამაშით ევროკავშირის შესახებ საინტერესო ინფორმაციას იღებდნენ. საღამოების თემა იყო ევროპული პოლიტიკა სპორტის, კულტურის და სხვა მიმართულებით, რაც ახალგაზრდებს აინტერესებთ. იხილეთ ვიდეო გორში ჩატარებულ ტრივია საღამოზე.
30 აგვისტოს, „ცოდნის კაფეში”, რომელიც წარმოადგენს ალტერნატიულ სოციალურ და საგანმანათლებლო სივრცეს წნორში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), გაიმართა EU ფესტივალი, სადაც სამაგიდო თამაშების შემდეგ ახალგაზრდებმა უყურეს ფილმს “მე და ევროპა” და შემდგომ დისკუსიაში ჩაერთნენ.
პროექტის გუნდმა მოამზადა და სოციალური მედიით გაავრცელა საინფორმაციო მასალები იმის შესახებ, თუ რა ფორმით ეხმარება ევროკავშირი წევრ ქვეყნებს და საქართველოს, როგორ შეიცვალა სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრება ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, როგორ არის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები (დასაქმება, შრომითი უფლებები, სასკოლო კვება) დარეგულირებული ევროკავშირში და სხვ.
Leave a Reply