5-7 ივლისს თელავში, გორში, რუსთავში და მარნეულში EWMI ACCESSის ორგანიზებით გაიმართა შეხევდრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დონორ ორგანიზაციებს შორის. შეხევდებზე განხილული იყო მიმდინარე საგრანტო პროგრამები, დონორი ორგანიზაციების პრიორიტეტები და მიდგომები. დონორებმა ასევე დეტალურად განიხილეს ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რაც თან ახლავს არასამთვრობო ორგანზიაციების მიერ წარდგენილ პროექტებს და ძირითდი “შეცდომები”, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტის წერისას უშვებენ, მაგ: შერჩეული საკითხის/პრობლემის აქტუალობის არასათანადო დასაბუთება, პრობლემის გადაჭრის არაეფექტიანი გზების შეთავაზება, მოქალაქეთა ჩართულობის უკვე ნაცადი და ნაკლებად წარმატებული ხერხების კვლავ გამეორება, ინოვაციური მიდგომების ნაკლებობა, პროექტის ბენეფიციარების ნაკლები ჩართულობა პროექტის საქმიანობებში და ა.შ.)
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავის მხრივ, დონორებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს მიმდინარე საგრანტო პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და გრანტის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება გამარტივდეს პროცედურები და მოთხოვნები, რათა უფრო მეტმა ორგანიზაციამ მოახერხოს დაფინანსების მოპოვება.
ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რეგიონებში რამდენიმე დონორი ორგანიზაცია ერთად ჩავიდა და არასამთავრობო ორგანიზიაციებს საჭირო დაფინანსების წარმატებით მოძიებაში კონსულტაციები გაუწია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი გრანტის გამცემი ორგანიზაციები: EWMI ACCESS-ი, ევროპის ფონდი, ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ კვინნა ტილ კვინნას სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC), ორბელიანი საქართველო.
შეხვედრები გაშუქდა ადგილობრივ ტელევიზიებში:
http://www.trialeti.ge/?menuid=2&lang=1&id=5384
Leave a Reply