ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

ივლისში USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის  „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებულები გამოვლინდა. გამარჯვებული პროექტები, მოქალაქეთა ჩართულობის გზით, მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. თითოეულ პროექტზე „სოციალური ლაბორატორიის“ ფორმატის დისკუსიები ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც მოწვეული პირები (სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, ბენეფიციარები, აქტივისტები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები) პროექტის ავტორებს დასახული მიზნების მიღწევის მაქსიმალურად ეფექტიანი გზების განსაზღვრაში დაეხმარნენ.

გამარჯვებული პროექტები:

1. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევა ადვოკატირებითა და მოქალაქეთა მობილიზაციით. პროექტი მოიცავს კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს.
2. საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ – ჭიათურაში ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება და მათი ინტერესების დაცვა გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემების  გადასაჭრელად.
3. დემოკრატიის მცველები – რეგიონებში აქტივისტების ქსელის გაძლიერება  პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
4. დმანისის საინიციატივო ჯგუფი – დმანისში ალტერნატიული სოციალური და კულტურული სივრცის შექმნა. თეატრალური წარმოდგენების და ხელოვნების სხვა ფორმების გამოყენებით  ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.
5. ეკო-ცენტრი („გავიგუდეთ“) – საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია რუსთავში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. გარემოსდაცვითი აქტივიზმის გაძლიერება.
6. გილდია – კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
7. ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები – ადვოკატირების კამპანია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების გაზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
8. წინ ახალი შესაძლებლობებისთვის – სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მცხოვრები ქალების გაძლიერება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გზით.
9. ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის – ადვოკატირების კამპანია ბოლნისის  კონოთეატრის მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის მოთხოვნით.

პროექტების განხორციელება აგვისტოში დაიწყება.

Write a Comment

Leave a Reply

<