დამწყები და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, სხვა მხარდამჭერ ინიციატივებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტებისათვის წელიწადში ორჯერ ტარდება სასწავლო კურსი, რომელიც ეთმობა სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივ და კრეატიულ მიდგომებს, სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას და ჩართულობის უზრუნველყოფის გზებს. სასწავლო კურსს უძღვება სერბული ორგანიზაცია CANVAS, რომელსაც მსგავსი ტრენინგები 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ჩატარებული.
25-29 მარტს რიგით მესამე ტრენინგი ჩატარდა. მას დაესწრო 17 სტუდენტი თბილისის, ზუგდიდიდის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლესი სასწავლებლებიდან. მონაწილეები ღია კონკურსის შედეგად შეირჩნენ.
ხუთდღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ CANVAS-ი სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინდივიდუალურ კონსულტაციებს და დამატებით ჯგუფურ ტრენინგ-სესიებს შესთავაზებს.
Leave a Reply