აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) ACCESS-ის პროექტი აცხადებს ტენდერს სოციალურ მედიაში სტრატეგიული კომუნიკაციის ტრენინგის მომსახურებაზე. ტრენინგი უნდა ჩაუტარდეს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა წინასწარ შერჩეულ ჯგუფს, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ანტიდასავლური დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ პროაქტიული, სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოებაა (მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებით).
პოტენციურმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი მომსახურება:
- ტრენინგში მონაწილე ოთხი (მაქსიმუმ ხუთი) ორგანიზაციის და მათი ვებპლატფორმებისა (http://eurocommunicator.ge/, http://eugeorgia.info/ და სხვა) და სხვა ინტერნეტ პროდუქტების (სტატიები, ვიდეორგოლები, ინფოგრაფიკები და ა.შ.) შესწავლა და გაანალიზება;
- 2-4 დღიანი ტრენინგის ჩატარება სოციალური მედიით სტრატეგიული კომუნიკაციის თაობაზე 8-10 მონაწილისთვის;
- ტრენინგის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში დატრენინგებული ორგანიზაციების სოციალური მედიით აქტივობების პერიოდული მონიტორინგი და ყოველ ორ კვირაში ერთხელ უკუგების და რჩევების მიცემა დისტანციურად ან პირისპირ შეხვედრით.
სხვა შემოთავაზებულ საკითხებთან ერთად, ტრენინგის ფარგლებში ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- მედია პროდუქტების (ინფოგრაფიკები, ვიდეორგოლები, სტატიები და ა.შ.) სოციალურ მედიაში (Facebook) ეფექტურად გავრცელების ალტერნატივები და კონკრეტული გზები (მათ შორის ე.წ. „ვირუსულად“ გავრცელება)
- მედია პროდუქტების ვიზუალური და შინაარსობრივი მორგება სოციალური მედიის მომხმარებელთა პროფილებსა და ინტერესებზე
- სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრა, მედია პროდუქტების ტარგეტირება მნიშვნელოვან ჯგუფებზე
დაინტერესებული პირი ან ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- კარგად იცნობდეს საქართველოში ანტიდასავლური დეზინფორმაციის პრობლემატიკას, მათ შორის, სოციალურ მედიაში (Facebook) ამ ტიპის პროპაგანდის პლატფორმებს და მათი მუშაობის მეთოდებს
- კარგად ერკვეოდეს ქართულ სოციალურ მედიასივრცეში, იცოდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ყველაზე დიდი ჯგუფები, ყველაზე მეტად გაზიარებული ვებგვერდები, ფასიანი რეკლამები და ა.შ.
- ესმოდეს ქართულ სოციალურ მედიასივრცეში სოციალური მარკეტინგის ისეთი ეფექტური გზები, რომლებიც ეფექტური იქნებოდა სტრატეგიული/პოლიტიკური კომუნიკაციისთვისაც
- იცნობდეს ქართულ სოციალურ მედიასივრცეში საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის მახასიათებლებს (განსაკუთრებით ისეთი მომხმარებლის, რომელიც ყველაზე მოწყვლადია ანტიდასავლური დეზინფორმაციის მიმართ)
- ჰქონდეს სოციალურ მედიაში ტრენინგის ჩატარების გამოცდილება
- ჰქონდეს პოლიტიკურ კომუნიკაციასთან, სტრატეგიულ კომუნიკაციასთან, საგარეო პოლიტიკასთან, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან ან/და ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა ან ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ტრენერის CV ინგლისურ ენაზე
- ტრენინგის მოკლე აღწერა და სილაბუსი (არაუმეტეს სამი გვერდისა)
- მომსახურების დღიური და ჯამური საფასური (მომსახურების ფასი მითითებული უნდა იყოს დღგ-ის გარეშე)
- ორგანიზაციის შემთხვევაში — ამონაწერი რეესტრიდან
- საკონტაქტო ინფორმაცია
დაინტერესებული პირების ან ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- წარმოდგენილი ტრენინგის მონახაზის/სილაბუსის შესაბამისობა და ეფექტიანობა დასახულ ამოცანებთან მიმართებით
- შესაბამისი გამოცდილება
- მომსახურების საფასური
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში შემოთავაზება არ განიხილება.
დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: asagharadze@ewmi.org. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი.
დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გააზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე asagharadze@ewmi.org.
Leave a Reply