დასრულებული გრანტები
ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამა
- 27+1 – ახალგაზრდებში ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინა პლანზე წამოწევა. პროექტის ბიუჯეტი – $ 9,944.60. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 6 სექტემბერი, 2024.
- ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები – ადვოკატირება ონკოპაციენტი ბავშვების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი, 2023 – 30 ივნისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 27,000.
- დემოკრატიის ვირტუალური აკადემია – დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი. პროექტის ხანგრძლივობა: 6 ოქტომბერი, 2023 – 6 აგვისტო, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 30, 000
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია – დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ადვოკატირება. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო 2023 – 30 ივნისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 30,000.
- ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ახალგაზრდების მხარდაჭერა ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 – 31 ივლისი, 2024. პროექტი ბიუჯეტი – $ 26,487.80
- პლატფორმა „სალამი“ – ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 – 30 ივნისი, 2024; პროექტის ბიუჯეტი – $ 29,807,60.
- მარინა მესხი (სამოქალაქო აქტივისტი) – ვაშლიჯვრის უბანში (თბილისი) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოქალაქეთა მობილიზაციისა და კრეატიული საინფორმაციო კამპანიის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2023 – 15 ივლისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 25,000.
- კოალიცია „განათლება ყველასათვის“ – სასკოლო კვების პროგრამის ადვოკატირება. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 – 30 აპრილი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,950.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო– ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა რეგიონებში საინფორმაციო კამპანიითა და მოქალაქეების ჩართულობით. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2023 – 30 აპრილი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,912.
- აქტიური მოქალაქეობის აკადემია – სტუდენტების გაძლიერება და მათი გააქტიურება საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროექტის ხანგრძლივობა: 8 სექტემბერი, 2023 – 31 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 10,000.
- განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია– აუტიზმის მქონე ახალგაზრდებისათვის პროფესიული სარეაბილიტაციო სერვისების მოდელის შექმნა და დანერგვა. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2023 – 15 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 25,000.
- ლომეკი – ადვოკატირების კამპანია თრუსოს ხეობის ისტორიული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის დაცვის მიზნით. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2023 – 15 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,998.45.
- მშვიდობისა და განვითრების ინიციატივა – საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ინფორმაციის და შესაბამისი ინსტრუქციების მიწოდება ვებგვერდის dopomoga.ge და Facebook-ის გვერდის მეშვეობით; საქველმოქმედო ღონისძიებების კოორდინირება, საქართველოში მყოფი უკრაინელი მეწარმეების დახმარება მათი პროდუქციის/სერვისების პოპულარიზაციაში; ფართო საზოგადოების ინფორმირება უკრაინელების საჭიროებების შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი, 2023 – 15 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 16,100.
- წერტილი – სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვის პროცესებში. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 – 31 იანვარი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,889.50.
- ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის კვლევის ცენტრი – ფოთში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2023- 1 თებერვალი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,978.
- სამოქალაქო ინიციატივა – ხანდაზმულთა ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებზე ორიენტირებულ საპილოტე პროგრამის დაწყება. სამომავლოდ ამ პროგრამის მუნიციპალურ დონეზე დანერგვა. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აპრილი, 2023 – 4 იანვარი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,995.
- ახალი აზროვნების ინსტიტუტი – ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო პროცესებში მათი მობილიზაციის, ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემის და მხარდაჭერის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი – 15 დეკემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 23,670.
- ცვლილებების სცენა – კულტურის სფეროში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა – ამ მარივ საუკეთესო გამოცდილების შესწავლა, სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობა ამ მიდგომების დასანერგად და სფეროში არსებული სხვა საჭიროებების გამოსავლენად. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი, 2023- 15 იანვარი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,978.
- ფოკი ფაჩულია – იმერეთის ქალაქებში აქტიური მოქალაქეების ქსელის შექმნა და მათი ჩართვა დემოკრატიული ღირებულებებისა და იდეების გავრცელებაში. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 – 15 იანვარი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 9993.
- მშობლები განათლებისთვის – საქართველოს 6 რეგიონში სკოლის მოსწავლეების მშობლების ქსელის შექმნა და გაძლიერება, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ მათი შვილების სკოლების მმართველობის პროცესში. პროექტის ხანგრძლივობა – 15 თებერვალი, 2023 – 15 იანვარი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 25,000.
- არტ კოლექტივი „კოლექტიური მარცხი“ – ვერეს ხეობის გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო – 30 ნოემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 10,000.
- დმანისის საინიციატივო ჯგუფი/შეხვედრის ადგილი – დმანისში ალტერნატიული სოციალური და კულტურული სივრცის შექმნა. თეატრალური წარმოდგენების და ხელოვნების სხვა ფორმების გამოყენებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში. პარალელურად, დმანისში მულტიფუნქციური კულტურული სივრცის ასაშენებლად მოქალაქეებისგან თანხების შეგროვების კამპანიის განხორციელება. პროექტის ხანგრძლივობა: 10 სექტემბერი, 2022 – 31 ოქტომბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 24,907.
- მშვიდობისა და განვითრების ინიციატივა – საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ინფორმაციის და შესაბამისი ინსტრუქციების მიწოდება ვებგვერდის dopomoga.ge და Facebook-ის გვერდის მეშვეობით; საქველმოქმედო ღონისძიებების კოორდინირება, საქართველოში მყოფი უკრაინელი მეწარმეების დახმარება მათი პროდუქციის/სერვისების პოპულარიზაციაში; ფართო საზოგადოების ინფორმირება უკრაინელების საჭიროებების შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 15 თებერვალი – 15 სექტემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 24,970.
- ეკო–ცენტრი („გავიგუდეთ“) – საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია რუსთავში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. გარემოსდაცვითი აქტივიზმის გაძლიერება: საწარმოო ზონის უწყვეტი მონიტორინგი, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გამართვა, საკანონმდებლო პროცესებში და რუსთავის საწარმოების გზშ/სკოპინგის ანგარიშების საჯარო განხილვებში ჩართულობა და ა.შ. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 31 აგვისტო, 2023. პროექტის ბიუჯეტი: 24,992 $.
- წინ ახალი შესაძლებლობებისთვის – სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მცხოვრები ქალების გაძლიერება საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 31 ივლისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 20,164.
- ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის – ადვოკატირების კამპანია ბოლნისის კინოთეატრის გაცოცხლების და მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის მოთხოვნით. ფილმების ჩვენებები, დისკუსიები და ვორკშოპები სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხზე, კინოთეატრის რეაბილიტაციის მონიტორინგი, მოქალაქეებისაგან თანხების მობილიზება კინოთეატრის რეაბილიტაციისა და მის მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაქმნისათვის. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 30 აგვისტო, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 22,372.
- გილდია – კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება; გილდიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, ახალი წევრების მობილიზება და თვითორგანიზება უფლებების დასაცავად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 31 მაისი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $21,804.
- საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ – ჭიათურაში ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება და მათი ინტერესების დაცვა გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემების გადასაჭრელად: ჭიათურის ეკოკლუბის გააქტიურება, მოქალაქეების ინფორმირება მათ უფლებებზე, მანგანუმის მოპოვების ადგილებში გარემოსდაცვითი მონიტორინგი, საწარმოო ზონებში ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო ტურების ორგანიზება, და სხვა. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 30 აპრილი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 24,720.
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემის ადვოკატირება: საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება, მოქალაქეების ინფორმირება და ჩართვა შეხვედრებში და დისკუსიებში, პეტიციების ორგანიზება სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდის მოთხოვნით და სხვ. პროექტი მოიცავს კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, ქვემო ქართლს, სამცხე-ჯავახეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს. პროექტის ხანგრძლივობა – 1 აგვისტო, 2022 – 31 იანვარი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 23,800.
- ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები – ბავშვთა სიმსივნეების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და პედიატრიულ ონკოლოგიაში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირება : მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალის შექმნა, ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობისა და აღრიცხვიანობის არსებული პრაქტიკის ანალიზი და ადვოკატირება სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა მოხალისეობის სისტემა აქტიური მკურნალობის პროცესში მყოფი ონკოპაციენტი ბავშვების დასახმარებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2022 – 28 თებერვალი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 21,328.
- დემოკრატიის მცველები – რეგიონებში სამოქალაქო აქტივისტების ქსელის გაძლიერება პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ: თბილისში, აჭარაში, სვანეთში, გურიაში, იმერეთში, რაჭაში, შიდა და ქვემო ქართლში სამოქალაქო აქტივისტებისათვის ახალი ინფორმაციისა და უნარების გადაცემა და დახმარება, რომ თავიანთ რეგიონებში ეფექტური, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული საინფორმაციო კამპანიები განახორციელონ პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2022 – 8 მარტი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 23, 785.
- მოქალაქეთა ჯგუფი „Dopomoga Ukraini – უკრაინისთვის“ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის საინფორმაციო გვერდს ოპერირება და მათთვის საჭირო ინფორმაციის იწოდება (უფასო სერვისები და დახმარებები, ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და სამართლებრივი საკითხები და სხვ.). სხვადასხვა მხარდამჭერი და საქველმოქმედო ინიციატივის კოოედინირება. საინფორმაციო გვერდის პარალელურად Facebook ჯგუფის და გვერდის ოპერირება, რომლის მეშვეობითაც შეგროვდება ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 3 ივნისი – 3 დეკემბერი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 18,490 $.
- აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) – საქართველოს ევროპული ფორუმის პლატფორმის მხარდაჭერა – ქვეყნის მასშტაბით საჯარო დისკუსიების ორგანიზება, სადაც მონაწილეები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის საჭირო საერთო სტრატეგიებსა და მექანიზმებზე ისაუბრებენ; პარალელურად, ექსპერტების მიერ ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური განვითარების პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარების და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და განხილვა სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი – 31 აგვისტო, 2022. პროექტის ბიუჯეტი: $ 29,975.
სტრატეგიული მხარდაჭერისა და საჯარო პოლიტიკის საგრანტო პროგრამა
- სოციალური სამართიანობის ცენტრი – საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასება; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება; საინფორმაციო კამპანია. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 31 აგვისტო, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,500.
- ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი – სამედიცინო ლაბორატორიების ხარისხის კვლევა და ხარისხის საერთო სტანდარტების დანერგვაზე მუშაობა. სამედიცინო ლაბორატორიების პერსონალის დატრენინგება ლაბორატორიების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებზე. მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო პროგრამების და სერვისების, ასევე პაციენტთა უფლებების შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი, 2023 – 1 ივნისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 79,498.
- საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ – ჩატარდა კვლევა, თუ რამდენად შემცირდა მედიკამენტების ფასები და გაიზარდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ფარმაცევტულ სექტორში გატარებული რეფორმების შემდეგ, ასევე, რა გავლენა იქონია ამან ოჯახების შემოსავლებზე. პარალელურად, ფონდმა „კურაციომ“ და ორგანიზაცია International Budget Advocacy Hub-მა შექმნეს ვებგვერდი სახელწოდებით „წამლის უფლება“, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია მედიკამენტების ფასებზე, პაციენტის უფლებებზე, სახელმწიფო პროგრამებზე და სუბსიდიებზე და წამლებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 9 აპრილი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,998.
სწრაფი რეაგირების გრანტები
- ოთახი ეზოში – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი-ოქტომბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $3,000
- თბილისის სოციალური კვლევების სკოლა – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 3,000 .
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 2,950.80.
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო-ოქტომბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 3,000.
- ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი -$ 2,985
- მწვანე სექტორი – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 2,263
- საქართველოს პროგრესული ფორუმი – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 2,850
- სოციალურ მუშაკთა კავშირი – ოპერაციული მდგრადობის ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 2,110
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – 2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზების და სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი – 30 ნოემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი – $ 10,000.
- ვირტუალური დემოკრატიის აკადემია – სამოქალაქო ორგანიზაციების ძალისხმევის კოორდინირება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდასაჭერად. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი – 28 ნოემბერი, 2023. პროექტის ბიუჯეტი: $ 10,000
- მოქალაქეთა ჯგუფი „Dopomoga Ukraini – უკრაინისთვის“ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის საინფორმაციო გვერდს შექმნის, სადაც თავმოყრილი იქნება მათთვის საჭირო ინფორმაცია (უფასო სერვისები და დახმარებები, ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური და სამართლებრივი საკითხები და სხვ.). გვერდი ასევე კოორდინირებას გაუწევს სხვადასხვა მხარდამჭერ და საქველმოქმედო ინიციატივას. საინფორმაციო გვერდის პარალელურად იმუშავებს Facebook ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც შეგროვდება ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. 25 მარტი – 25 მაისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 9,800 $.
- „უკრაინა ხვდება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში „ორბელიანი საქართველო“ გამართავს სოლიდარობის ფორუმს („ექსპოს“) საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიმდინარე ომის გამო იძულებით გადაადგილებულ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სერვისსა და მხარდაჭერას სთავაზობენ. ინფორმაციის მიღების გარდა, უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ფორუმის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაუზიარონ ინფორმაცია თავიანთი საჭიროებების შესახებ. პარალელურად, Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი პლატფორმაზე დაიწყება თანხების შეგროვების კამპანია (crowdfunding), რაც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და შეგროვებული თანხა უკრაინელების საჭიროებებს მოხმარდება. პროექტის ხანგრძლივობა: 28 მარტი – 28 აპრილი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 8,874$.
- ზემო აჭარაში „სოლიდარობის თემი“ განახორციელებს ინიციატივას ბოლო დროს გააქტიურებული რადიკალური ჯგუფებისა და პრორუსული ნარატივების გავლენის შესამცირებლად. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში და ხულოში ადგილობრივ მოსახლეობასთან და პედაგოგებთან გამართავს დისკუსიებსა და საინფორმაციო შეხვედრებს. გარდა ამისა, „სოლიდარობის თემი“ კოორდინირებას გაუწევს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს რადიკალური ჯგუფებისა და პრორუსული ნარატივების გასაქარწყლებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 11 აპრილი – 11 ივნისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 3,443 $.
- არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ გააანალიზებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში. პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში არსებულ საფრთხეებზე საპასუხოდ შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას. პროექტის ხანგრძლივობა: 11 აპრილი – 11 ივნისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 4,200 $.
- ონლაინ გამოცემა „ინდიგოს“ ინიციატივის მიზანია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება ანალიტიკური სტატიების, ინტერვიუების და ვიდეოების მეშვეობით. „ინდიგო“ რამდენიმე მწვავე საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას: იმიგრაციის პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და დასავლეთს, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ომის შემდგომ პერიოდში. პროექტის ხანგრძლივობა: 11 აპრილი – 11 ივნისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 10,000 $.
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი – ადვოკატირების კამპანია #ვიცავთრაჭას, რომელიც ხორციელდება მედიაპორტალ „მთის ამბებთან“, რაჭის სათემო ორგანიზაციასთან და „მწვანე ალტერნატივასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და გაერთიანება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემის ფაქტზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნა; ასევე, რაჭის ეროვნული პარკის შექმნას და მასში იმ 104 712 ჰექტარი ტყის მოქცევას. პროექტის ხანგრძლივობა: 24 მაისი-24 ივლისი, 2022. პროექტის ბიუჯეტი: 7,900 $.
- ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ – საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ომის დანაშაულების დოკუმენტირება და შესაბამისი უწყებებისთვის ამ ინფორმაციის გადაცემა. ომის მსხვერპლებს ასევე გაეწევათ საჭირო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები. პროექტის ხანგრძლივობა: 29 აპრილი – 29 აგვისტო, 2022. პროექტის ბიუჯეტი: $ 10,000.
სტრატეგიული კომუნიკაციების გრანტები
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – დემოკრატიულ პროცესებში ქართული საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლის და მნიშვნელობის გაძლიერება. პროექტის ბიუჯეტი – $ 49,995. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი 2024 – 30 სექტემბერი, 2024.
ACCESS-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი და მოკლე აღწერები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში: დასრულებული-გრანტები-ოქტომბერი, 2021