მშობლების ჩართულობის ხელშეწყობა სასკოლო პროცესში

მშობლების ჩართულობის ხელშეწყობა სასკოლო პროცესში

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია მოსწავლეების მშობლების ინფორმირება მათ უფლებებზე და ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

პროექტის ფარგლებში მშობლები გაეცნობიან სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის გზებსა და შესაძლებლობებს, გაიაზრებენ მათ პასუხისმგებლობას ბავშვზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნაში და პრაქტიკაში დანერგავენ ახალ უნარ-ჩვევებს. მშობლები ფსიქოლოგებისაგან მიიღებენ კონსულტაციებს, თუ როგორ დაეხმარონ შვილებს სწავლაში და თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება დისტანციური კურსები, რომლითაც ისარგებლებენ მშობლები და პედაგოგები. ასევე, მოხდება სამეურვეო საბჭოების წევრების გადამზადება, ხოლო პროექტში ჩართული სკოლებისთვის – მშობელთა ჩართულობის სტრატეგიულ დაგეგმარებაში მხარდაჭერა.

პროექტში ჩართვა, მშობელთა ასოციაციის ქსელის წევრებთან ერთად, შეეძლებათ  თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში მცხოვრებ მშობლებს; ასევე, ჩამოთვლილ 8 რეგიონში მდებარე სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს.

Write a Comment

<