სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი
24 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერები იყვნენ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საქართველოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტო და EWMI ACCESS-ი.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. გამომსვლელები საუბრობდნენ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული კომუნიკაცია სახელმწიფოსთვის; როგორ უნდა მუშაობდეს ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემა რთულ საინფორმაციო გარემოში; რა როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესში მთავრობას, პარლამენტს, აკადემიურ წრეებს და სამოქალაქო სექტორს. ხაზი გაესვა სტრატეგიული კომუნიკაციის, როგორც არა მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ როგორც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე საზოგადოების ინფორმირების ეფექტურ საშუალებას.
კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე სახელმწიფოს უწევს საზოგადოების დარწმუნება, რომ საჭირო რეფორმებს ახორციელებს. ასეთ პირობებში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია. თუმცა, გამომსვლელების თქმით, აუცილებელია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემა ქართული კონტექსტის გათვალისწინებით დაიგეგმოს.
ფორუმის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ დეზინფორმაციის შესაკავებლად და მოსახლეობის ინფორმირებისთვის მთავრობას ერთიანი და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემა უნდა ჰქონდეს.
Leave a Reply