პასუხი დეზინფორმაციაზე – საქართველოში არასახელმწიფო აქტორების საქმიანობის მიმოხილვა

პასუხი დეზინფორმაციაზე – საქართველოში არასახელმწიფო აქტორების საქმიანობის მიმოხილვა

2019 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში, EWMI ACCESS-ისა და PITA-ს ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა კვლევა, რომელშიც შეფასდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში რუსული, ანტიდასავლური და ანტილიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ. კვლევა დაეყრდნო ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშებს და ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ექსპერტებთან. კვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდა მცირე ონლაინ გამოკითხვა ახალგაზრდებში.

როგორც კვლევამ აჩვენა, უკანასკნელ წლებში საქართველოში 20-25 არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. დროთა განმავლობაში მათ მუშაობის მეთოდები და მიდგომები დახვეწეს და გაამრავალფეროვნეს. იმის მიუხედავად, რომ, დღეის მდგომარეობით, არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში წამყვანი ადგილი ჯერ კიდევ რეაქციულ და არა პროაქტიულ აქტივობებს ეთმობა, ნელ-ნელა იზრდება აქცენტი პროაქტიულობაზე. მომავალში, მეტი ეფექტის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო და დონორმა ორგანიზაციებმა კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმონ არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაზრდას; ასევე, კოორდინაციის გაზრდას არასამთავრობო სექტორის შიგნით; მოსახლეობის განწყობებისა და ამ განწყობების ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორების უფრო დეტალურ კვლევას; გამაერთიანებელი, პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული ნარატივის შექმნას; უფრო კონკრეტულ ცვლილებებზე გამიზნული კამპანიებისა და აქტივობების განხორციელებას და მიღწეული შედეგების უკეთესად გაზომვას.

ანგარიშში ეს და სხვა საკითხები დეტალურადაა მიმოხილული. ანალიზისა და შეფასებების გარდა, ანგარიში  ასევე შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხელისუფლებისთვის და დონორი ორგანიზაციებისთვის.

22 ოქტომბერს ჩატარდა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. კვლევის ანგარიში ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ – Responding to Russian Disinformation_A Case of Georgia_FINAL_English_13.11.2019

Write a Comment

Leave a Reply

<