კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად

კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად

სექტემბრის ბოლო კვირაში რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრები) საქართველოს 10 რეგიონში დაიწყეს კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების და პრობლემების გამოსავლენად. ამ მიზნით, მათ 23 ქალაქის ცენტრში გაშალეს ბანერები კამპანიის სლოგანით „ქალები ვითხოვთ, ქალები ვირჩევთ“ და 1000–ზე მეტი ქალი გამოკითხეს. ოქტომბრის პირველ ნახევარში არასამთავრობო ორგანიზაციები ათივე რეგიონში საარჩევნო კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს კვლევის შედეგებს წარუდგენენ და პრობლემების მოგვარების რეკომენდაციებსაც გაუზიარებენ. არჩევნების შემდგომ პერიოდში კი, შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან, თუ რამდეად გაითვალისწინეს უკვე არჩეულმა სუბიეტქებმა მათი რეკომედნაციები და რამდენად ხდება ქალების პრობლემების მოგვარება. არჩევნების შემდგომი მონიტორინგისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებს ACCESS–ი და მისი პარტნიორი „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა) დამატებით დახმარებას გაუწევენ.

რატომაა მნიშვნელოვანი ქალი ამომრჩევლის საჭიროებები? მიუხედავად იმისა, რომ ქალები რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმრავლესობას წარმოადგენენ, მათი მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში ძალიან დაბალია (კვლევის მიხედვით, 2014 წელს რეგისტრირებულ ქალ ამომრჩეველთა მხოლოდ 40% მივიდა არჩევნებზე). მათი პასიურობის გამო, მამაკაცი პოლიტიკოსები (რომელთაც პოლიტიკური თანამდებობების აბსოლუტური უმრავლესობა უკავიათ) ნაკლებად, ან საერთოდ არ ითვალისწინებენ ქალების ისეთ სპეციფიკურ საჭიროებებს, რაც მათი ტრადიციული სოციალური როლებითაა (როგორც დედა, დიასახლისი და სხვ.) განპირობებული. ამ კამპანიის მიზანიც სწორედ ისაა, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ, თუ რა პრიორიტეტები და საჭიროებები აქვთ მათ, ვინც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ.

კამპანია ხორციელდება „სიდა“-ს და ACCESS-ის მხარდაჭერით.

????????????????????????????????????

 

????????????????????????????????????

 

 

Write a Comment

Leave a Reply

<