19-დან 23 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს რეგიონებში გაიმართება სამოქალაქო კამპანია – მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში. კამპანიის მიზანია საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების გაცნობა. ამ მიზნით 10 ქალაქში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში მოეწყობა დისკუსიები პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების, ასევე დაინტერესებული მოქალაქეების მონაწილეობით. შეხვედრებს კითხვა-პასუხის ფორმატი ექნება დადამსწრე საზოგადოებას, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობას, საშუალება ექნება მათთვის სასურველი კითხვით მიმართონ მაჟორიტარობის კანდიდატებს და გაიგონ თუ როგორ ხედავენ ისინი რეგიონში პრობლემების გადაჭრის გზებს.
კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთვრობო ორგანიზაცია “სიდა”, სამოქალაქო საზოგაოდების რეგიონული ქსელი (RCSN), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია. კამპანიის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს EWMI ACCESS-ი.
შეხვედრები ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:
19 სექტემბერი
|
11:00 – თელავი, ვაჟა–ფშაველას ქ. #3
15:00 – საგარეჯო, რუსთაველის ქ. #240 |
20 სექტემბერი | 11:00 – რუსთავი, კოსტავას ქ. #22
15:00 – მარნეული, გიორგაძის ქ. #1 |
21 სექტემბერი | 11:00 – ახალციხე, მანველიშვილის ქ. #19
15:00 – გორი, სტალინის ქ. #7 |
22 სექტემბერი | 11:00 – ქუთაისი, პუშკინის ქ. #6
15:00 – ზუგდიდი, რუსთაველის ქ. #52 |
23 სექტემბერი | 11:00 – ოზურგეთი, ჭავჭავაძის ქ. #14
15:00 – ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62–64 |
Leave a Reply