„თქვენთვის შეტყობინებაა“ – სამოქალაქო კამპანია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით გორში, თელავსა და ქუთაისში სამოქალაქო ორგანიზაციები გამართავენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას – „თქვენთვის შეტყობინებაა“, რომლის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე.
კამპანიის ფარგლებში მოეწყობა თეტრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელიც თვალსაჩინოს გახდის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე გაიმართება თემატური პერფორმანსები და გამოფენები.
კამპანიის დასასრულს, სამოქალაქო ორგანიზაციები და მოქალაქეები ხელს მოაწერენ პეტიციას და მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ბავშვთა კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
კამპანიის ორგანიზატორები არიან: “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის”, სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), საზოგადოება „ბილიკი“, ასოციაცია „სოციალური ქოლგა“, პროექტი PITA. კამპანია „თქვენთვის შეტყობინებაა“ დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და Save the Children-ის მიერ.
კამპანიის განრიგი:
Leave a Reply