სწრაფი რეაგირების ახალი გრანტები COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ

სწრაფი რეაგირების ახალი გრანტები COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ

მაისში EWMI ACCESS-მა სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში 6 ახალი პროექტი დააფინანსა. საგრანტო კონკურსის მიზანი COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობაა. გამარჯვებული პროექტებია:

1. „ვოლფრამის სინდრომი – საქართველო“ – ყრუ და უსინათლო პირების და მათი ოჯახის წევრების  მხარდაჭერა კორონავირუსის შესახებ ადაპტირებული ინფორმაციის გავრცელებით და ინდივიდუალური კონსულტაციების გზით.
2„ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების სასკოლო მზაობის ხელშეწყობა. ამ მიზნით ბავშვებთან, მათ მშობლებთან და სკოლების წარმომადგენლებთან ინტენსიური თერაპირული და საკონსულტაციო სესიების ორგანიზება.
3. ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ – უკურნებელი და ქრონიკული სენით დაავადებული ბავშვების და მათი მშობლების დისტანციური დახმარება სამედიცინო რჩევებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების საშუალებით.
4. ლიკა ქურციკიძე და შორენა ტყეშელაშვილი – სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფიზიკური, გონებრივი და კოგნიტური განვითარებისთვის საგანმანათლებლო თამაშებისა და აქტივობების გადაღება და გავრცელება სოციალური მედიით.
5. აკაკი ახალაია და marketer.ge-ფართო საზოგაოდების ინფორმირება COVID-19-თან დაკავშირებული სანდო კვლევების და პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვის გზების შესახებ. ამ მიზნით marketer.ge-ზე საინტერესო ისტოირებისა და ვიზუალური მასალის გავრცელება.
6. გიორგი ცაავას სტუდია (GTS) – ფოტოდღიურებით თვითიოზოლაციაში მყოფი ადამიანების ისტორიების გაზიარება. უარყოფით ინფორმაციულ გარემოში სამოტივაციო ფოტოებით მოქალაქეების გამხნევება და ფიზიკური დისტანციის დაცვის მნიშვნელობის შეხსენება.

სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 21 პროექტი დაფინანსდა. ინფორმაცია პირველი 15 დაფინანსებული პროექტის შესახებ იხილეთ აქ.

Write a Comment

Leave a Reply

<