საჯარო დისკუსია – ბიზნესი და ადამიანის უფლებები
5 აპრილს, 18:00 სთ-ზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32 ), აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“ (ACCESS), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და ილიაუნის სამართლის სკოლა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტთან თანამშრომლობით მართავენ საჯარო დისკუსიას, თემაზე – ბიზნესი და ადამიანის უფლებები.
დღის წესრიგი
18:00 – 18:15 ბიზნესი და ადამიანის უფლებები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში –
სალომე ზურაბიშვილი, სიდას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი
18:15 – 18:30 ადამიანის უფლებებზე ბიზნესის ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები ჯეოსელის და თელიასონერას მაგალითზე
სოფო ტაბატაძე, ჯეოსელის ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი
18:30 – 18:45 საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში
ნიკო თათულაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი
18:45 – 19:00 ბიზნესი და შრომის უფლებები
ლინა ღვინიანიძე, სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
19:00 – 20:00 დისკუსია
მოდერატორი:
თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი, ACCESS–ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი
Leave a Reply