პანდემიის დროს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირებისათვის

პანდემიის დროს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე პირებისათვის

EWMI ACCESS-ის საგრანტო პროგრამით, რომლის მიზანი სამოქალაქო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის წახალისებაა, იანვარში დაიწყო პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია” სამედიცინო ცენტრ „პინეოსთან“ ერთად ახორციელებს. ინიციატივა მიზნად ისახავს COVID-19-ის პანდემიის დროს აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) მქონე ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ამ მიზნით, სამედიცინო მომსახურების ინკლუზიური პილოტური მოდელის შექმნას და დანერგვას.

პანდემიის დროს, ასა-ს მქონე პირებისთვის  დამახასიათებელი კომუნიკაციის სირთულეები, გაზრდილი სენსორული მგრძნობელობა, უცნობი გარემოსა და პროცედურების მიუღებლობა, მათ ტესტირებას, სამედიცინო დახმარების გაწევას, ჰოსპიტალიზაციასა და კარანტინსაც კი, განსაკუთრებულ გამოწვევად აქცევს.

„განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიის“ კვლევით, საქართველოში არსებული სამედიცინო რეგულაციები არ ითვალისწინებენ ასა-ს მქონე COVID-19-ით დაავადებული პირების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის საჭირო  მულტიდისციპლინარულ და თანმიმდევრულ მიდგომებს. ამ პრობლემის დროებით აღმოსაფხვრელად, პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა ბროშურა ასა-ს მქონე პირის ოჯახის წევრებისა და მზრუნველთათვის, რომელშიც მოცემულია რეკომენდაციები ასა-ს მქონე პირის COVID 19-ზე ტესტირების, მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციისთვის მოსამზადებლად. აგრეთვე, გამოიცა სახელმძღვანელო სამედიცინო პერსონალისთვის, რომელშიც მოცემულია რეკომენდაციები ასა-ს მქონე პირების სამედიცინო დაწესებულებაში მიღებისა და ჰოსპიტალიზაციის ეტაპებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს კვლევას 4 რეგიონში, ასა-ს მქონე პირებს, მათ მომვლელებსა და მედპერსონალთან, რათა სრულყოფილად გამოავლინოს ის ბარიერები, რასაც ასა-ს მქონე პირები პანდემიის დროს სამედიცინო მომსახურების მიღებისას აწყდებიან.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<