ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ივლისში დაიწო განაცხადების მიღება 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე. ამიერიდან პაციენტები აღარ იქნებიან მიჯაჭვულები ერთ ექიმს და ერთ კლინიკას და სამკურნალოდ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას სამი ქვეყნის (ისრაელი, ესპანეთი, თურქეთი) სამ კლინიკაში შეძლებენ. 31 ივლისს პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ.

საქართველოში წლიურად საშუალოდ 120 ბავშვს უდასტურდება ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. პედიატრიული ონკოლოგიური პაციენტები საქართველოში ვერ იღებენ სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას – არ არსებობს ალტერნატიული კლინიკა, სადაც მოხდება დიაგნოზის ან/და დანიშნულების გადამოწმება; მკურნალობის არსებული სტანდარტები არ არის საკმარისი სრულფასოვანი მკურნალობისთვის; არ არსებობს მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის, ასევე, პაციენტებისა და მათი მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისები.

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების ორგანიზაცია ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადვოკატირების კამპანიას ახორციელებდა და სახელმწიფოსგან პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების სრულად დაფინანსებას ითხოვდა. ამ კამპანიამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო.

ორგანიზაცია ასევე ითხოვს, რომ საქართველოში გაიზარდოს კლინიკების გეოგრაფიული მისაწვდომობა (ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ ერთ კლინიკაშია ბავშვთა ონკოლოგიის განყოფილება), შესაძლებელი გახდეს დიაგნოზთან დაკავშირებით მეორე,ალტერნატიული აზრის მოპოვება და მკურნალობისას გამოყენებულ იქნას ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული მედიკამენტები.

Related Articles

Write a Comment

Leave a Reply

<