მიმოხილვა – საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მისი გავლენა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდულ პირებსა და მედიაორგანიზაციებზე საქართველოში

მიმოხილვა – საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მისი გავლენა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდულ პირებსა და მედიაორგანიზაციებზე საქართველოში

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა (ა(ა)იპ-ები) და მედიაორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში. კანონი იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, მის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, შეისწავლოს ა(ა)იპ-ებისა და მედიაორგანიზაციების საქმიანობა.

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,  „არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრმა“ (ICNL) და „არასამეწარმეო სამართლის ევროპულმა ცენტრმა“ (ECNL) მოამზადეს კანონის მოთხოვნების მიმოხილვის დოკუმენტი, სადაც აღწერილია, ვის ეხება კანონი და როგორია რეგისტრაციის პროცესი,  ანგარიშგების ვალდებულებები, მონიტორინგის პროცესი და პასუხისმგებლობები.

მიმოხილვის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს კანონის ძირითადი ცნებებისა და მოთხოვნების გაგებაში. კანონის აღსრულების დამატებითი დეტალები იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ კანონქვემდებარე აქტებში დაზუსტდება. დოკუმენტი იხილეთ ამ ბმულზე – მიმოხილვა

 

Write a Comment

Leave a Reply

<