საკონსულტაციო შეხვედრები თბილისში და რეგიონებში

საკონსულტაციო შეხვედრები თბილისში და რეგიონებში

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, EWMI ACCESS–ის წარმომადგენლებმა დეკემბერში საკონსულტაციო შეხვედრები ჩაატარეს თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში. შეხვედრებს სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრნენ.

საგრანტო კონკურსში მაქსიმალურად მეტი ორგანიზაციისა თუ არაფორმალური ჯგუფის ჩართვის მიზნით, EWMI ACCESS-მა საკონკურსო პროცედურები და გრანტების გაცემის მიდგომა შეცვალა, კერძოდ: კონკურსის პირველ ეტაპზე ორგანიზაციებმა მხოლოდ პროექტის იდეა/კონცეფცია უნდა წარადგინონ. საუკეთესო იდეების შერჩევის შემდეგ, EWMI ACCESS-ი, განმცხადებელ ორგანიზაციასთან ერთად, სრული პროექტის მომზადებას დაიწყებს (მათ შორის დეტალური ბიუჯეტის, სამოქმედო გეგმის და სხვ.). ამ პროცესში EWMI ACCESS-ი ე.წ. co-creation–ის მეთოდს გამოიყენებს და „სოციალური ლაბორატორიის” ფორმატის სამუშაო შეხვედრას გამართავს  მრავალფეროვანი მონაწილეებით. შეხვედრაზე მოხდება პროექტის პრობლემ(ებ)ის სიღრმისეულად გააზრება, ამ პრობლემ(ებ)ის გადაჭრის საუკეთესო გზების განსაზღვრა და დაგეგმილ აქტივობებში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვა.

საგრანტო კონკურსის გარდა, საკონსულტაციო შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამოქალაქო სექტორში არსებულ პრობლემებსაც, კერძოდ: საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისგან  დაფინანსების მიღების სირთულეებს; ასევე, პროექტის აქტივობებში მოქალაქეების ჩართვას და მათ მოტივირებას. EWMI ACCESS-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს საკუთარი დაკვირვებები და რეკომენდაციები გაუზიარეს როგორც პროექტების დაგეგმვისა და დონორებთან თანამშრომლობის, ისე მოქალაქეებთან უფრო მჭიდროდ ურთიერთობის და მათი ინტერესების გატარების კუთხით.

Write a Comment

Leave a Reply

<