მიმდინარე გრანტები

Back to homepage

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი 

  1. დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) – დოკუმენტური კინოს საშუალებით მოქალაქეების ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,797. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2024 – 28 თებერვალი, 2025.
  2. პროექტი ცხოველებისთვის – მიუსაფარი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემცირება დაინტერესებული მოქალაქეებისა და აქტივისტების ინფორმირებითა და გაძლიერებით. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,548. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი – 15 სექტემბერი, 2024.
  3. 27+1 – ახალგაზრდებში ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინა პლანზე წამოწევა. პროექტის ბიუჯეტი – $ 9,944.60. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 31 აგვისტო, 2024.
  4. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი– მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,873. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 31 აგვისტო, 2024.
  5. ურბანული დიზაინის და მემკვიდრეობის ლაბორატორია– თბილისში მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,254. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 31 დეკემბერი, 2024.
  6. საქართველოს მეცნიერების, განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი – სამეცნიერო და სამუზეუმო ინსტიტუციების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხედვის ჩამოყალიბება. პროექტის ბიუჯეტი – $ 30,000. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი – 30 სექტემბერი, 2024.
  7. ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები – ადვოკატირება ონკოპაციენტი ბავშვების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. პროექტის ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი, 2023 – 30 ივნისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 27,000.
  8. დემოკრატიის ვირტუალური აკადემია – დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი. პროექტის ხანგრძლივობა: 6 ოქტომბერი, 2023 – 6 აგვისტო, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 30, 000
  9. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია – დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ადვოკატირება. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო 2023 – 30 ივნისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 30,000.
  10. კოალიცია „განათლება ყველასათვის“ – სასკოლო კვების პროგრამის ადვოკატირება.  პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 –  30 აპრილი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,950.
  11. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის – ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ახალგაზრდების მხარდაჭერა ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 – 31 ივლისი, 2024. პროექტი ბიუჯეტი – $ 26,487.80
  12. პლატფორმა „სალამი“ – ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აგვისტო, 2023 – 31 მაისი, 2024; პროექტის ბიუჯეტი – $ 29,807,60.
  13. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო– ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა რეგიონებში საინფორმაციო კამპანიითა და მოქალაქეების ჩართულობით. პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2023 – 30 აპრილი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,912.
  14. აქტიური მოქალაქეობის აკადემია – სტუდენტების გაძლიერება და მათი გააქტიურება საუნივერსიტეტო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროექტის ხანგრძლივობა: 8 სექტემბერი, 2023 – 8 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 10,000.
  15. მარინა მესხი (სამოქალაქო აქტივისტი) – ვაშლიჯვრის უბანში (თბილისი) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მოქალაქეთა მობილიზაციისა და კრეატიული საინფორმაციო კამპანიის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2023 – 15 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი: $ 25,000.

სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა

  1. ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი – სამედიცინო ლაბორატორიების ხარისხის კვლევა და ხარისხის საერთო სტანდარტების დანერგვაზე მუშაობა. სამედიცინო ლაბორატორიების პერსონალის დატრენინგება ლაბორატორიების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებზე.  მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო პროგრამების და სერვისების, ასევე პაციენტთა უფლებების შესახებ. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი, 2023 – 1 აპრილი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 79,498.
  2. სოციალური სამართიანობის ცენტრი – საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შეიმუშავებს სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს. კვლევის გარდა, კონკრეტულ შემთხვევებზე ჩატარდება სტრატეგიული სამართალწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 26 ივლისი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,500.
  3. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ შეისწავლის, თუ რამდენად შემცირდა მედიკამენტების ფასები და გაიზარდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ფარმაცევტულ სექტორში გატარებული რეფორმების შემდეგ, ასევე, რა გავლენა იქონია ამან ოჯახების შემოსავლებზე. პარალელურად, ფონდი „კურაციო“ და ორგანიზაცია International Budget Advocacy Hub შექმნიან ვებპლატოფრმას სახელწოდებით „ხელმისაწვდომი მედიკამენტები“. პლატფორმაზე მომხმარებლები მარტივად აღსაქმელ ფორმატში მიიღებენ ინფორმაციას მედიკამენტების ფასებზე, პაციენტის უფლებებზე, სახელმწიფო პროგრამებზე და სუბსიდიებზე და წამლებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 26 მარტი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,998.
  4. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი – ე.წ. „ახალი სკოლის მოდელის“ შესწავლა. პარალელურად წარიმართება საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანია „ახალი სკოლის მოდელში“ არსებული გამოწვევებისა და მიღწევების თაობაზე. პროექტის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი, 2022 – 26 სექტემბერი, 2024. პროექტის ბიუჯეტი – $ 99,000.