მიმდინარე გრანტები
ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო პროგრამა
- საინიციატივო ჯგუფი „ხულო და მისი პერსპექტივები” – ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმის და მასში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის – კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნის და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმის შედგენის პროცესში. პროექტის ხანგრძლივობა: 24 ივლისი, 2024 – 24 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 9,990 $.
- დემოკრატიული ინსტიტუციების კვლევის ცენტრი („პლატფორმა კომენტარი“) – საქართველოში ჭარბვალიანობის და საცხოვრისიდან გამოსახლების მასშტაბების და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა; კვლევაზე დაფუძნებით გამოსავლების შესახებ სისტემური ხედვის ჩამოყალიბება. პროექტის ხანგრძლივობა: 8 აგვისტო, 2024 – 31 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,920 $.
- მარჯვე რვაფეხას სახელოსნო – საზოგადოების ინფორმირება და ჩართვა სკოლამდელ დაწესებულებებში საბავშვო წიგნების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, განსაკურებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 აპრილი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 18,740 $.
- საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდები სუფთა წყლის ხელმისაწვდომობისთვის“ – გორის მუნიციპალიტეტში ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სუფთა სასმელ წყალზე წვდომის ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობისა და ადვოკატირების გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 10,755 $.
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია – შშმ პირთათვის პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვის და განხორციელების ადვოკატირება. პროექტის ხანგრძლივობა: 15 აგვისტო, 2024 – 15 აპრილი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 30,000 $.
- მომავლის აკადემია – ახალგაზრდული ქსელის შექმნა, რომელიც გააერთიანებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ცვლილებები დაიწყონ საკუთარი ქალაქიდან, უნივერსიტეტიდან ან თემიდან. საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება კრეატიული მეთოდებით. პროექტის ხანგრძლივობა: 12 აგვისტო, 2024 – 12 აპრილი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,905.80 $.
- მწვანე განვითარების ჯგუფი „კერა“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეთა ჩართულობის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 მარტი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 9,997 $.
- საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება – მასწავლებლების მხარდაჭერა და გაძლიერება, რომლებიც ჩაერთვებიან განათლების სფეროში სახელფასო პოლიტიკის, ღირსეული პენსიის, ჯანდაცვის სისტემის და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესებში. პროექტის ხანგრძლივობა: 30 აგვისტო, 2024 – 30 ივნისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 17,550 $.
- შშმ პირთა მხარდამჭერი ქალთა ორგანიზაცია – წალკაში მცხოვრები შშმ პირებისთვის, განსაკუთრებით შშმ ბავშვებისთვის მხარდაჭერის მექანიზმის შექმნა. შშმ პირებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზება, მოქალაქეების ინფორმირება და ადვოკატირება ასეთი სერვისების უზრუნველყოფის მოთხოვნით. პროექტის ხანგრძლივობა: 25 აგვისტო, 2024 – 25 იანვარი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 19,335 $.
- საინიციატივო ჯგუფი „პენ საქართველო” – საბჭოთა წარსულის გადააზრების ხელშეწყობა ისტორიული ნარატივების და თანამედროვე დეზინფორმაციული პროპაგანდის შესახებ კრიტიკული მსჯელობის გზით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 ივნისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,420 $.
- ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – მესტიის მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 სექტემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 26,690 $.
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – აუტიზმის მქონე ზრდასრული პირების საბაზისო უფლებების დაცვა მშობელთა ქსელის გაძლიერებითა და ადვოკატირებით, რათა აუტიზმის მქონე ზრდასრულმა პირებმა ისარგებლონ პროფესიული რე/აბილიტაციის სერვისებით. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 ივნისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 30,000 $.
- მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი – სოციალურად დაუცველი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგი. პროექტი ფოკუსირდება რუსთავის, გორის, ხარაგაულის, ოზურგეთისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 2 სექტემბერი, 2024 – 2 მაისი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 29,980 $.
- GirlzWave – მრავალფეროვანი კამპანია ქალებისა და ახალგაზრდების ჩასართავად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროექტის ხანგრძლივობა: 3 სექტემბერი, 2024 – 3 სექტემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: 26,070 $.
- დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) – დოკუმენტური კინოს საშუალებით მოქალაქეების ჩართვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და მათი გადაჭრის გზების შემუშავებაში. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,797. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2024 – 28 თებერვალი, 2025.
- პროექტი ცხოველებისთვის – მიუსაფარი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემცირება დაინტერესებული მოქალაქეებისა და აქტივისტების ინფორმირებითა და გაძლიერებით. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,548. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი – 15 სექტემბერი, 2024.
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი– მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,873. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 31 აგვისტო, 2024.
- ურბანული დიზაინის და მემკვიდრეობის ლაბორატორია– თბილისში მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბიუჯეტი – $ 29,254. პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი – 31 დეკემბერი, 2024.
- კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (საქართველოს მეცნიერების, განათლების და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი) – სამეცნიერო და სამუზეუმო ინსტიტუციების მართვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხედვის ჩამოყალიბება. პროექტის ბიუჯეტი – $ 30,000. პროექტის ხანგრძლივობა: 1 აპრილი – 30 სექტემბერი, 2024.
სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა
- გილდია – დასაქმებულთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვა, განსაკუთრებული ფოკუსით კულტურისა და ხელოვნების სფეროებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მაისი, 2024 – 15 ნოემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: $ 76,124
- მშობლები განათლებისთვის – სკოლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდა და ამით სკოლების მმართველობის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. 1 ივნისი, 2024 – 30 ნოემბერი, 2025. პროექტის ბიუჯეტი: $ 75,099